სიახლეები
წიგნები

ნინჩო, დემური, სხვები და ლაშა ბუღაძის „ბოლო ზარი“ ჩვენ გარშემო
29-08-2018
-
+


სკოლის დამთავრებამდე ერთი წელია დარჩენილი. მეთერთმეტე კლასელები, რომლებიც მალე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავლენ, ბოლო წელს ატარებენ თბილისში, სკოლაში და ერთმანეთის გარემოცვაში. 

ეს ის დროა, როცა ძველბიჭობას, კრიმინალობას და მკვლელობას „სახელი“ აქვს და „ძვირად ფასობს“. ეს ის დროა, როცა კლასელი ბიჭები კლასელ გოგონებს მათზე პატარებად მიაჩნიათ და მხოლოდ ძმურად უყურებენ. ეს ის დროა, როცა პლედშემოხვეული კოკა-კოლას გამყიდვლები ჯიხურის წინ გაყინულ თითებს დაორთქვლით ითბობენ და ეს ის დროა, როცა პირველი ზარი ირეკება.

ზარი პირველი და დემურის ისტორია, ზარი მეორე და ნინჩოს ამბები, ზარი მესამე და ნადრიკუჩას თავგადასავლები, ზარი მეოთხე, მეხუთე და ასე შემდეგ, ბოლო ზარამდე. იმ ბოლო ზარამდე, რომელიც აღწერს წარსულს, აწმყოს და მომავალს.

2004 წელს ლაშა ბუღაძის პირველი რომანი „ბოლო ზარი“ დაიბეჭდა. ესაა სატირული რომანი, სადაც გადმოცემულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ამბავი. რომანის მოქმედება 90-იან წლებში მიმდინარეობს, თუმცა მასში აღწერილი ისტორიები დღესაც აქტუალურია. „ბოლო ზარი“ ირონიით, სარკაზმით და სევდით გვიყვება ქართველი, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟული სკოლის მოსწავლეების რეალურ და ამავდროულად აბსურდულ ისტორიებს.

ეს „გარყვნილი წიგნი“, როგორც მას უწოდებდნენ, იყო და არის წიგნი, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველ მკითხველში. თავად ავტორის თქმით კი, იმ კრიტიკოსთა დიდ ნაწილს, რომელიც „ბოლო ზარს“ მსგავსად ეხმიანებოდა, არც კი ჰქონდა წიგნი წაკითხული. 

სინამდვილეში კი „ბოლო ზარი“ სარკის ეფექტით, პირდაპირ, შელამაზების გარეშე გვაჩვენებს და გვაჯახებს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ახლაც შეიძლება ვცხოვრობდეთ. ეს არ არის გამოგონილი ამბავი, ესაა ისტორიები, რომლებიც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობდა, მაგრამ შეიძლება ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. რომანი უახლოესი ისტორიის ბნელ მხარეს წარმოაჩენს, სიცილით, რა თქმა უნდა. რომანის კითხვისას შეუძლებელია ღიმილის გარეშე შეხედო პერსონაჟებს, მათ აბსურდულ ისტორიებს და დიალოგებს, სტილს, რომელიც განსაკუთრებული აქვს რომანს.

პირადად ჩემთვის აღმოჩენა იყო ნუციკო, აი, ის მსუქანი ნუციკო, თავის თავს რომ უმართავდა დიალოგს საპირფარეშოში. ის ყველაზე საყვარელი პერსონაჟია, რომელიც არის იმდროინდელი რეალობის მსხვერპლი. თავისი გრძნობების და ართქმული სიტყვების კომპენსირებას რომ მინი-დიალოგებით ცდილობს.

რომანის კითხვისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს თათქარიძეობა და აუცილებლად დაფიქრდები მსგავსებაზე. ახალგაზრდა მწერალი დაუნდობლად გვაჩვენებს საზოგადოების მანკიერ მხარეებს და თან გვეუბნება, რომ ამ ყველაფერს სიცილით შევხედოთ, მაგრამ ამავდროულად ნაღვლიანადაც.

რომანის ფინალი არაა ეპატაჟური და თითქოს ლოგიკურია. ის კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ ყველაფერი სიზმარი არაა. რეალობის შეცვლა კი აუცილებელია, რადგან შეუძლებელია მსგავსი მანკიერი თვისებების მქონე საზოგადოებამ კიდევ იარსებოს.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება