სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ ვისწავლოთ გამრავლების ტაბულა მარტივად - ყველაზე ეფექტური მეთოდები Etaloni.ge - სგან
27-08-2018
-
+


სკოლა სიახლეებისა და გამოწვევების ადგილია, სივრცეა, სადაც თქვენი პატარა ულევ ინფორმაციას იღებს და იმახსოვრებს. შემეცნება არც თუ ისე მარტივი პროცესია და მასალის ასათვისებლად ბავშვებს ინდივიდუალური მიდგომა და საინტერესო ხერხების მოფიქრება სჭირდებათ.

მშობლებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული და აქტუალური საკითხი შვილისთვის გამრავლების ტაბულის შესწავლაა, სწორედ ამიტომ Etaloni.ge გთავაზობთ მეთოდებს, რომლებიც თქვენს პატარას ციფრების სამყაროში სწორი პასუხების დამახსოვრებას გაუადვილებს:

არიან ბავშვები, რომლებიც განსაკუთრებით მარტივად იმახსოვრებენ ლექსებს და თუ თქვენი შვილიც მათ რიცხვს მიეკუთვნება, მოიძიეთ ან მოიფიქრეთ მისთვის მათემატიკური ლექსები და რიტმულობით რიცხვების გადამრავლება გაუმარტივეთ. ლექსები ძილის წინ ასწავლეთ პატარას, რათა გათენებისას ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლოს.

მაგალითად:

ერთ პაწია ჭიანჭველას ზურგზე ტვირთი ეკიდა, 

თვითონ იყო ერთი ციდა მისხალს ძლივს იწონიდა, 

2-ჯერ მეტ ტვირთს მიათრევს და ამაყობს ამით, 

რამდენია ტვირთის წონა? მიმანიშნე რამით... 

(მაია მჭედლიშვილი)

გამრავლების ტაბულის შესწავლის ნაცადი და ეფექტური ხერხი ცხრილის შვილთან ერთად შედგენაა. აიღეთ ფურცელი და დახაზეთ ის მათემატიკური უჯრების მსგავსად. დაიწყეთ 1-ზე გამრავლებით და პასუხები თავად მოსწავლეს შეატანინეთ ცხრილში. 

ამ გზით ბავშვს მხედველობითი მეხსიერება განუვითარდება. პირველ ეტაპს რომ დაასრულებთ, ასწავლეთ შვილს 10-ზე გამრავლება. აუხსენით, რომ პრინციპი იგივეა და პასუხებს მხოლოდ ნული ემატება. ამავე მიდგომით გადადით სხვა ციფრებზეც, ოღონდ ეტაპობრივად, გონებას ერთიანად მრავალი ინფორმაციის მიღება უჭირს.

ტაბულის შესწავლის ერთერთი ეფექტური მეთოდი თამაშით შეცნობაა. აქ თქვენი ფანტაზია და გონებამახვილობა დაგჭირდებათ. შესაძლოა, მსგავსი სათამაშოების, ან ქუჩაში ერთნაირი მანქანების დათვლა და გადამრავლება, ნახატების შექმნა ციფრებით და მრავალი სხვა მიდგომის გამოყენება. თქვენ უკეთ იცით რა სახის აქტივობები უფრო მოსწონს მოსწავლეს. 

მთავარია, შემეცნების პროცესი მისთვის სახალისო და არასავალდებულო გახადოთ, დაუსვით მოულოდნელი კითხვა და დაეხმარეთ პასუხის მოძიებაში. გონებამახვილობისთვის შეაქეთ და დაასაჩუქრეთ კიდეც.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება