სიახლეები
რჩევები

„ნაწლავური ინფექციების მთავარი წყარო დაუბანელი ხელები და პლაჟებზე ტუალეტების არარსებობაა“ - ინფექციონისტის რჩევები
25-08-2018
-
+


ზაფხულის სეზონზე მკვეთრად იმატებს ნაწლავური ინფექციების შემთხვევები. კლინიკებში, ამ დიაგნოზით, ძირითადად, ზღვისპირეთიდან ჩამოსულები ან ხილით მოწამლულები ხვდებიან. ბოჭორიშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ექიმი-ინფექციონისტი ლია გოლიაძე ამბობს, რომ ნაწლავური ინფექციების მთავარი წყარო დაბინძურებული წყალი, საკვები და დაუბანელი ხელებია.

– ზაფხულში ნაწლავური ინფექციები ყოველთვის მატულობს და ეს უკავშირდება სიცხეს, ქუჩაში კვებას, ჰიგიენის დაბალ დონეს. სამწუხაროდ, როგორც არ უნდა ვმალოთ, ფაქტია, რომ ჰიგიენის დონე საქართველოში დაბალია. ექიმი ვარ და ბევრი ისეთი პაციენტი შემოდის ჩემს კაბინეტში, სუნისგან სად წავიდე, არ ვიცი ხოლმე. დღეში მოსული 20 პაციენტიდან 10 დაუბანელია.

– ალბათ, ასეთი მშობლები შვილსაც ნაკლებად ასწავლიან თუნდაც ხელების დაბანას...

– რა თქმა უნდა! დედა რომ ვერ ხვდება, უნდა დაიბანოს და სუნი ასდის, როგორ გგონიათ, შვილს ასწავლის ამას?! შეიძლება თვალზე „ტუში“ ესვას, ტუჩზე – ტუჩსაცხი,  მაგრამ შიდა თეთრეული ისეთი ეცვას, რომელსაც ეტყობა, რომ არასოდეს გარეცხილა.

– ასეთი ადამიანებისთვის იქნებ დავაკონკრეტოთ, რა კავშირია დაუბანლობასა და ნაწლავურ ინფექციებს შორის?

– ნაწლავურ ინფექციებს ერქვა და ჰქვია ჭუჭყიანი ხელების დაავადება. ეს არის დამოკიდებული სისუფთავეზე. ბოლო პერიოდში გახშირდა ეშერიხია კოლის შემთხვევები, რომელიც მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა. ეშერიხია კოლი არის მიკრობი, რომელიც ცხოვრობს ნაწლავში, ანუ ფეკალიებში. ანუ თუ პროდუქტი ამ ფეკალიებით არ არის დასვრილი, ისე არ უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში.

მოიმატა ასევე ამებიაზის შემთხვევებმა. ამებიაზი ჩვენთვის ენდემური დაავადებაა. ჩვენს გარემოში არსებობს პარაზიტი ამება, მაგრამ სხვა წლებისგან განსხვავებით, წელს უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.  ეშერიხია კოლით დაავადებამ კი ყველაზე მეტად მოიმატა. შარშან თუ ჩვენს კლინიკას ძირითადად ტურისტები სტუმრობდნენ, ახლა უმრავლესობა ჩვენი მოქალაქეებია და 50 პაციენტიდან  35-ს ნაწლავური ინფექცია აქვს.

– ტურისტებს რა ემართებათ?

– ევროპელი ერთ ჭამაზე მხოლოდ 100 გრამი მსუბუქი საჭმლის მიღებას არის მიჩვეული და აქ ჩამოსული ერთდროულად მიირთმევს ხინკალს, მწვადს, ქაბაბსა და ხაჭაპურს... უჭირს მონელება და ჩვენთან ხვდება. მათი ნაწლავური სისტემა არაა მიჩვეული ამდენ მრავალფეროვან საკვებს, როგორიც ჩვენთან არის. ქართველს შეიძლება ქუჩაში ნაყიდი საკვები არ მოსწონდეს, მაგრამ ევროპელს ისიც ძალიან მოსწონს. გიჟდებიან ჩვენს სამზარეულოზე და ქუჩაში ნაყიდი საკვები კი უამრავ საფრთხეს შეიცავს.

– ხილით იწამლებიან ზაფხულში ბავშვები ხშირად...

– ხილი კი არ წყენთ, არამედ – ჭუჭყიანი ხილი. ხილი უნდა გაირეცხოს კარგად, გამდინარე წყლით. ასევე, მწვანილიც გამდინარე წყლით და დიდხანს უნდა ირეცხოს. ხილი და ბოსტნეული, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს და არა შხამქიმიკატებით შეწამლული, მაგრამ თუ ამაში დარწმუნებული არ ვართ, რაც შეიძლება ღრმად უნდა გავთალოთ. საზამთროს და ნესვს რაც შეიძლება სქლად მოათალეთ კანი, რომ ნაკლები ნიტრატი შეჰყვეს. საზამთრო ყველანაირ მიკრობს იზიდავს და იკრავს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, იმ ზომის ვიყიდოთ, რომ ერთ ჯერზე შევჭამოთ და მაცივარში აღარ შევინახოთ.

– ზღვისპირეთიდან დასასვენებლად ჩასული ბავშვები ხშირად ჩამოჰყავთ ნაწლავური ინფექციით დაავადებულები...

– იმიტომ, რომ იქ შეიძლება ბავშვმა ქვიშა შეჭამოს, ან ზღვის წყალი ჩაყლაპოს. ზღვის წყალი მარილიანია და მიკრობების გამრავლება ნაკლებად ხდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენს პლაჟებზე არ არის ტუალეტები და ძალიან ბევრი მოსასაქმებლად ჩადის ზღვაში. პატარა ბავშვი ამ წყალს ყლაპავს და სწორედ ამიტომ ემართებათ ნაწლავური დაავადებები.

წელს ყველაზე მძიმე პაციენტები გვყავს, რომლებსაც  ეშერიხია კოლით გამოწვეული ჰემოკოლიტი აქვთ და რომელიც ხშირად რთულდება თირკმლის უკმარისობით. ზოგს შედარებით მსუბუქი თირკმლის უკმარისობა აქვს და ზოგს –  ძალიან მძიმე. ასე იცის დაბინძურებული ხელით მიღებულმა საკვებმა ან დაბინძურებული წყლით გარეცხილმა საკვებმა და ა. შ. რაიონებში ბევრგან წყალი არ მოდის და რეზერვუარები უდგათ, რომლებიც სუფთა არ არის. ზოგან წყალსაცავები არ არის სუფთა და ა.შ.

ამას წინათ მომიყვნენ, რომ ურეკში წყალს მატლები მოჰყვებოდა და იქიდან რომ რაღაც გაჩნდეს, რა გასაკვირია?! მითხრეს, იმ წყალს არ ვსვამდითო, მაგრამ ხილი გარეცხეს, ხელი დაბანეს ბავშვს...

– კიდევ ერთ საკითხზე რომ გავამახვილოთ ყურადღება – როგორ მივხვდეთ, რა მწერმა დაკბინა ბავშვი და როგორ დავიცვათ თავი მათგან?

– უნდა დავაკვირდეთ, რა მწერებია იმ ადგილას. ზღვისპირეთში ბევრია კოღოთი დაკბენილები. მერე ნაკბენს იქავებენ ბავშვები და ინფექცია ჩნდება. აღმოსავლეთიდან – ცემი, ბორჯომი, სურამი, ვარძია– ბევრი მოდის ტკიპით დაკბენილი. თბილისშიც, ლისის ტბაზე, ვაკის პარკში ხშირია ტკიპით ნაკბენის შემთხვევები და ხშირად ბორელიოზი ვითარდება.

რაც შეეხება თავის დაცვას, არსებობს მალამოები, სამაჯურები, დამცავი ბადეები. კარგი იქნება, თუ პატარების საწოლებზე დამცავ ბადეს გადავაფარებთ, რომ კოღო არ შეძვრეს. უნდა ვერიდოთ ბავშვების საღამოობით გარეთ გასეირნებას, რადგან ამ დროს აქტიურდებიან კოღოები, ლეიშმანიოზის გადამტანი ქინქლები... ასეთი მწერები კი ყველგან არის. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება