სიახლეები


ანგელა მერკელი - მასწავლებლების ოჯახში გაზრდილი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი
08-03-2019
-
+


2017 წელს ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით აირჩიეს. 63 წლის მერკელმა 12 წლიანი მმართველობის შემდეგ კანცლერის თანამდებობა კიდევ ოთხი წლით დაიკავა. 

ანგელა მერკელი 1954 წლის 17 ივლისს ჰამბურგში დაიბადა. მამამისი თეოლოგიის, ხოლო დედა ინგლისურისა და ლათინურის მასწავლებელი იყო. ჰამბურგიდან ოჯახი ბრანდერბურგში გადავიდა, სადაც ანგელასა და მის და-ძმებს შესანიშნავი ბავშვობა ჰქონდათ. ოჯახის ქრისტიანულმა ფასეულობებმა და თავისუფალმა აზროვნებამ გერმანიის მომავალი კანცლერი სულიერად ჩამოაყალიბა.  

მერვე კლასამდე ანგელა მერკელი გოეთეს სკოლაში სწავლობდა, შემდეგ უმაღლეს სკოლაში გადავიდა, რომელიც 1973 წელს დაამთავრა. მომდევნო წელს მან ლაიფციგში ფიზიკის შესწავლა დაიწყო. სწავლის დასრულების შემდეგ ის ბერლინის ფიზიკისა და ქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც 1986 წელს ფიზიკის დოქტორის წოდება მიიღო. 

ბერლინში გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე, იოახიმ ზაუერი (ანგელა მერკელის პირველი მეუღლე ულრიხ მერკელი გახლდათ). წყვილი 1998 წელს დაქორწინდა. 

რევოლუციებმა და გერმანიის გაერთიანებამ მის ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილება მოახდინა. ის სამოქალაქო აქტივიზმითა და პოლიტიკით დაინტერესდა. 1989 წლიდან ის პოლიტიკური ცხოვრებაში ჩაება და 1990 წელს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი გახდა. 

1991 წელს ის ახალგაზრდობისა და ქალთა მინისტრი გახდა, 1994 წლიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, 2000 წლიდან კი ქრისტიან-დემოკრატიული ერთობის თავმჯდომარეა. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად 2005 წელს აირჩიეს.  

ამჟამად მერკელი ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი ლიდერია. მისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არაერთი პრეზიდენტი გამოიცვალა მსოფლიო არენაზე. იცვლებოდა გამოწვევები და საფრთხეებიც.

მას აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან ერთად ხშირად შენიშნავთ ფეხბურთის მატჩებზე, სხვადასხვა ზეიმსა თუ წვეულებაზე. 

ფორბსის მიხედვით 9-ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად დასახელებული მერკელი ბერლინში ერთ-ერთ უბანში მეუღლესთან ერთად მე-4 სართულზე ცხოვრობს. თავისუფალ დროს ისინი ბუნებაში ატარებენ, ზაფხულში მთებში და ზამთარში სამთო-სათხილმაურო კურორტებზე. ორივე მათგანს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით კი ოპერა.

ანგელა მერკელი ამჟამად საქართველოში იმყოფება. ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. 

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება