სიახლეები
რჩევები

დაავადებები, რომლებიც ბავშვებმა ქვიშაში თამაშის დროს შეიძლება შეიძინონ
11-09-2018
-
+


ქვიშაში თამაში ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ შესაძლოა, ერთი შეხედვით უვნებელი გართობა ინფექციის წყარო გახდეს. რადგან მასში მრავალრიცხოვანი პარაზიტები ბინადრობენ. ქვიშაში ყოფნა უყვართ კატებსა და ძაღლებსაც, რომლებიც პარაზიტულ დაავადებათა გადამტანები არიან. მართალია, ქვიშაში თამაშის დროს დასნებობნება იშვიათად ხდება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სჯობს საფრთხეების შესახებ წინასწარ ვიცოდეთ.

ენტერობიოზი

ენტერობიოზი - ყველაზე გავრცელებული ჰელმინთური დაავადებაა. მას წვრილი, თეთრი, 4-დან 12 მილიმეტრამდე სიგრძის ნაწლავის ჭია იწვევს. დასნებოვნება ხდება კვერცხების გადაყლაპვის შედეგად, ჩვეულებრივ ჭუჭყიანი ხელებით ან საერთო სათამაშოებით. ქვიშა ერთ-ერთი ადგილია, სადაც ბავშვმა შესაძლოა ჭია აიკიდოს.

ინფიცირებული ბავშვის ძილის დროს მდედრი ნაწლავის ჭია ანალური ღარის ირგვლივ ათასობით კვერცხს  დებს. ენტერობიოზის სიმპტომებია ქავილი ანალურ არეში, უძილობა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, პერიოდული ტკივილი მუცლის არეში და გულისრევა.

პარაზიტს გამოვლენა განავლის ანალიზით ხდება. პარაზიტულ დაავადებას ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ - ჩვეულებრივ ხუთი დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი

ამ დაავადების გამავრცელებლები ძირითადად კატები და ძაღლები არიან. ლამბლიები ერთუჯრედიანი ცოცხალი პარაზიტებია, რომელთაც მსხლის ფორმა აქვთ. ქვიშაში ისინი ინფიცირებული კატებისა და ძაღლების ფეკალიებიდან ხვდება. ბავშვმა შესაძლოა პარაზიტი სხვისი სათამაშოსგან აიკიდოს, განსაკუთრებით იმ პერიოდში როდესაც ყველაფერს პირში იდებს. ყველაზე მეტად ლამბლიოზი 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

ნაწლავში მოხვედრისას ლამბლიები ლორწოვანი გარის ზედაპირულ უჯრედებს ემაგრებიან, საიდანაც საკვებ ნივთიერებებს იღებენ.

ლამბლიოზი სხვადასხვა სახით ვლინდება - სიმპტომების სრული არარსებობიდან მწვავე ფორმამდე, რომლის დროსაც დიარეა, მუცლისშებერვა და ტკივული იჩენს თავს. შემდეგ დაავადება ქრონიკულ ფორმას იძენს და პერიოდულად მწვავდება.

ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, კოშმარულ სიზმრებს, თავისტკივილს, თავბრუხვევას, ჰიპერკინეზიას. შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერტონიულიკრიზიც. 

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი – პარაზიტული დაავადებაა. ტოქსოპლაზმის ძირითადი მასპინძელი კატაა, რომელიც ოოციტებს გამოყოფს. 

ქვიშაში ოოციტები ერთი წელი ძლებენ და თავის დროს ელოდებიან. ბავშვმა შესაძლოა ისინი ჭუჭყიანი ხელებით პირში მოიხვედროს.

ტოქსოპლაზმოზი შეიძლება სხვადასხვა ფორმით განვითარდეს. ბევრ ბავშვს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ქრონიკული ფორმა თავს იჩენს ტემპერატურის უმნიშვნელო ზრის, სისუსტის, დაღლილობის, მეხსიერების დაქვეითების, კუნთების და გულის ტკივილის, ლიმფური კვანძების შესიების, მხედველობის არევის სახით.

გულის დასნებოვნების დროს გულისცემა ხშირდება, არტერიული წნევა ეცემა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების დროს კი ბავშვი წონაში იკლებს, მადა უქვეითდება და  გულისრევას უჩივის.

მწვავე ფორმა იშვიათად გვხვდება. ამ დროს თავს იჩენს ცხელება, ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ღვიძლი და ელენთა დიდდება და კანზე გამონაყარი ჩნდება. 

დაინფიცირების გამოსავლენად გამოიყენება კანშიგა სინჯი ტოქსოპლაზმინთან და სეროლოგიური რეაქციები.

მკურნალობა ტარდება მიკრობსაწინააღმდეგო პრეპარატებით, ანტიალერგიული საშუალებებით და ინიშნება იმუნოთერაპია.

ტოქსოკაროზი

ტოქსოკარი - პარაზიტია რომლის სიგრძე 4-დან 18-სანტიმეტრამდეა. ის კატისა და ძაღლის ნაწლავში ბინადრობს. პარაზიტი დღე-ღამეში 200 000-მდე კვერცხის დებს. კვერცხები ცხოველის ორგანიზმს ფეკალიებთან ერთად ტოვებენ. დასნებოვნება ხდება  ნიადაგნთან და ქვიშასთან კონტაქტის შემდეგ. 3-დან 5-წლამდე ბავშვები მაღალი რისკის ჟგუფში არიან.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ ლარვები ნაწლავის კედლიდან სისხლში გადადიან და სისხლის ნაკადთან ერთად სხვადასხვა ორგანოებში ღვიძლში, ფილტვში, თვალში, ტვინში მიგრირებენ. იქ შესაძლოა თვეობით და წლობით დარჩნენ.

დაავადება სხვადასხვაგვარად იჩენს თავს, იმის მიხედვით, რომელ ორგანოში აღმოჩნდა პარაზიტი: ბრონქიტი და ბრონქოპნევმონია, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების გაფართოება, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, დიარეა. გულის დაავედების დროს მიოკარდიტი ვითარდება, თავის ტვინის დასნებოვნებისას კი - კრუნჩხვებს იწვევს. თვალის ტოქსოკაროზის დროს უარესდება მხედველობა.

უმეტეს შემთხვევაში, პროგნოზი სახარბიელოა. ტოქსოკაროზს ანტიჰელმინტური პრეპარატებით მკურნალობენ.  

ასკარდოზი

ადამიანის ასკარიდა - 15-40 სანტიმეტრამდე სიგრძის მატლია. მაღალი რისკის ჯგუფში ბავშვები არიან. არის შემთხვევები,როცა პარაზიტის კვერცხები ბავშვების სათამაშო ქვიშის მოედნებში უპოვიათ.

ნაწლავში მოხვედრის შემდეგ კვერცხიდან ლარვა იჩეკება. ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და  და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება, სადაც ზრდასრულ ჭიად გადაიქცევა.

დაავადების საწყის ეტაპზე ალერგიული რეაქციები იჩენს თავს. ბავშვი ითენთება, ტემპერატურა იმატებს, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, გამონაყარი, შეშუპება და ბრონქიტის ნიშნები ჩნდება, დიდდება ღვიძლი და ელენთა.

შემდეგ ეტაპზე თავს იჩენს მადის მომატება ან დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში,  გულისრევა და ყაბზობა.

თუ ასკარიდა ბევრია შესაძლოა აპენდიციტი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

როგორ დავიცვათ ბავშვი?

ჩამოთვლილი დაავადებების მიუხედავათ ბავშვს ქვიშაში თამაშს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გატარება კარგია. პირველ რიგში თავი შორს დაიჭირეთ ქვიშის მოედნისგან, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს და რომელშიც ცხოველების ფეკალიებია.

თუ გადაწყვიტეთ თქვენი სახლის ეზოში საკუთარი ქვიშის მოედანი მოაწყოთ, მისთვის სახურავი შეიძინეთ. ეს ღონისძიება მოედანს ცხოველებისგან დაიცავს. 

თუ სახლში შინაური ცხოველია დეჰელმინთიზაცია ჩაუტარეთ და ყურადღება მიაქციეთ რომ მან  ბავშვის სათამაშო ადგილი ტუალეტად არ გამოიყენოს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ქუჩაში თამაშისას ხელები და სათამაშოები პირში არ ჩაიდოს. გასეირნების შემდეგ კი ხელები აუცილებლად საპნით დაბანეთ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება