სიახლეები


რამდენ აბიტურიენტს შეეცვალა აპელაციის შედეგად პირველადი ქულა
22-08-2018
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. საკუთარი ნაშრომის პირველადი შეფასება 2200-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაასაჩივრა, მათგან 20%-ს ქულა შეეცვალა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უმეტეს შემთხვევაში, ქულის მომატების პრეცედენტი დაფიქსირდა:

„2200-ზე მეტი განაცხადიდან 400-ზე მეტს შეეცვალა ქულა, დაახლოებით 20%-ს. უმრავლესობას ქულა მოემატა, ერთეული შემთხვევებია ქულის დაკლების. საგანი, რომელშიც ყველაზე მეტი შემთხვევაა ქულის შეცვლის - ქართული ენა და ლიტერატურაა. არა პროცენტულად, არამედ რაოდენობრივად, რადგან ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი სწორედ ქართულში შემოვიდა. ასევე ქართულში იყო შემთხვევა, როდესაც აპლიკანტს ყველაზე მეტი - 6  ქულა მოემატა. არა კონკრეტულ ერთ დავალებაში, არამედ ჯამში. რამდენიმე დავალების შედეგი ჰქონდა მას გაპროტესტებული და ყველაში მოემატა ქულა, ზოგში - 1, ზოგში - 2 და ჯამში გამოვიდა - 6 ქულა“, - განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი უნარების გამოცდა სკანერით სწორდება და შეცდომის ალბათობაც პრაქტიკულად არ არსებობს, 300-მდე აბიტურიენტმა მაინც გაასაჩივრა პირველადი შედეგი:

„ზოგად უნარებში საკმაოდ ბევრი განაცხადი იყო შემოსული, დაახლოებით 300-მდე. არც ერთ მათგანს ქულა არ შეცვლილა. ზოგადი უნარების პირველად შედეგეს ყოველწლიურად აპროტესტებენ აბიტურიენტები, თუმცა არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც აპელაციის შემდეგ ქულა შეცვლილიყოს,“ - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. 

რაც შეეხება უცხოურ ენებს, ივა მინდაძის განცხადებით, ინგლისურ ენაში აპელაციის შედეგად დაახლოებით 20%-ს შეეცვალა პირველადი ქულა, ფრანგულში სამი განაცხადი იყო და სამივე დაკმაყოფილდა, ხოლო რუსულის 350-მდე განაცხადიდან, არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლილა ქულა.

იმ აბიტურიენტებს, ვისაც აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა, გასაჩივრებაში გადახდილი თანხა უკან დაუნრუნდება. ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, სააპელაციო თანხის დაბრუნების პროცედურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნდება.

კომენტარები


ეტალონი
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
რომელი საგნის ჩაბარების მსურველთათვის შეიცვალა წესები - იტალიურის მასწავლებლები ტესტირებას სხვა  პედაგოგებთან ერთად გაივლიან
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
სად და როგორ უნდა დაწეროთ საპრეტენციო განაცხადი დირექტორობის კანდიდატებმა
სკოლებში დასვენების დღეები 3 მაისიდან 7 მაისამდე გაგრძელდება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ დღის არსი და ორი ისტორიული მნიშვნელობა
„მსგავსი ღონისძიებები, მოსწავლეთა ცოდნის დონის გასაღრმავებლად, ყოველთვის მათი მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით ხორციელდება“
„ქართული მარტო ენაა?! კიდევ ერთხელ გილოცავთ დედაენის დღეს! დღეგრძელი იყავ ენავ დედაო!“, - ამ სიტყვებით კი დასრულდა ღონისძიება
სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია
საინტერესო
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
გამარჯვებული სამეულის ვინაობა 20 კითხვის შედეგებით გახდება ცნობილი
ღონისძიებას წალენჯიხის N4 საჯარო სკოლა მასპინძლობდა
სიახლეები
საზოგადოება