შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად დღეს, 21 აგვისტოს განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება
21-08-2018
დაკოპირებულია
-
+
შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად დღეს, 21 აგვისტოს, 16 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციაზე მისული პირები უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები გადაწყვეტილებას უსამართლოსა და არაარგუმენტირებულს უწოდებენ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია 6 წლით გაუგრძელდა, ისინი წელს სტუდენტებს ვერ მიიღებენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, თამარ სანიკიძის განცხადებით, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების ერთი წლით შეზღუდვის გადაწყვეტილება კანონიერია.
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა