სიახლეები


საქართველოს რობოტიკის გუნდმა, რომელმაც მექსიკაში მესამე ადგილი აიღო, რობოტი გზაში დაკარგა
21-08-2018
-
+


გუშინ გავრცელებული სასიამოვნო ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურს First Global-ზე წარმატებით იასპარეზა.

სოფო კევლიშვილმა, ლიკა მიხელაშვილმა და ნიკა გეგეჭკორმა საქართველოს 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილი მოუტანეს.

კონკურსის თემა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია იყო, კერ­ძოდ, მზის პა­ნე­ლე­ბი და ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ - მონაწილეებს კი ეს უნიკალური რობოტები უნდა აეწყოთ.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. საქართველოს ნაკრები კონკურსში წელს მეორედ მონაწილეობდა.

ამ თემაზე ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამერიკული აკადემიის სამმა მოსწავლემ, ლიკა მიხელაშვილმა, სოფო კევლიშვილმა და ნიკა გეგეჩკორმა, მენტორთან, ილია მესტვირიშვილთან ერთად, ააწყვეს რობოტი და გაემგზავრნენ მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით საასპარეზოდ. გზაში უკრაინის ავიახაზებმა დაკარგა რობოტი. მექსიკაში ჩასულებმა სხვადასხვა ჯგუფს გამოართვეს ნაწილები, ახალი რობოტი ააწყვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. ძალიან მაგრები არიან და იმიტომ...

დღეს დილით ჩამოსული ორი მათგანი ბათუმის მატარებელში შემხვდა და პირადად მივულოცე. დანარჩენებს ონლაინ გილოცავთ“ - წერს ღამბაშიძე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება