სიახლეები


„მართლა ცუდადაა საქმე! ვაქცინაციის გარდა არაფერი გიშველით!“- პედიატრი მშობლებს მიმართავს
21-08-2018
-
+


პედიატრი ქეთი ლობჟანიძე, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მოუწოდებს, გეგმიური აცრები არავითარ შემთხვევაში არ უგულვებელყონ. 

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მშობელი სხვადასხვა მიზეზის გამო შვილს გეგმიურ აცრებს არ უკეთებს, რამაც წითელას გავრცელება გამოიწვია. 

„ყურადღების მისაქცევად განგაშის ფორმით შერჩეული ჩემი სტატუსი ვინც ვერ გაიგო, იქნებ ბი ბი სი-ს დაუჯეროს, რომ მართლა ცუდადაა საქმე!

საფრანგეთი ამ სავალალო სიაში მოხვდა ჰომეოპათების მავნებლობის გამო, კომერციული ინტერესით საფრთხეს ქმნიან, შავ პიარს უკეთებენ ვაქცინაციას, ხალხი მასიურად და სამუდამოდ რომ შესვან თავიანთ, ჰომეოპათიურ იმუნომასტიმულირებლებზე. აქ ეს სფერო პოპულარულია, რამდენიმე საინტერესო პრეპარატი აქვთ, მაგრამ წითელას შემთხვევები რომ მომრავლდება ირგვლივ, ვაქცინაციის გარდა არაფერი გიშველით! 
რისკ-ჯგუფებში რევაქცინაციაა საჭირო!

პ.ს. თუ ექიმი გირჩევთ ვაქცინაციისგან თავშეკავებას მავნებლურ-შტერული არგუმენტით- „ჩვენი შვილი/შვილიშვილი არ ამიცრია, თქვენ როგორც გინდათ". მეტი დამაჯერებლობისთვის წერილობითი გარანტია მოთხოვეთ, რომ არასდროს შეგეხებათ ეს საფრთხე. უამისოდ მის სიტყვას ფასი არ აქვს!..“- წერს ქეთი ლობჟანიძე. 

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წითელას შემთხვევებმა მცირეწლოვან ბავშვებში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება