სიახლეები


„ტყეების მეფე“ ანუ ტურიკას დავით აღმაშენებელი
24-08-2018
-
+


„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა“ - ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია. ეს მატიანეში შემონახული ფაქტებია. ზუსტი, თანმიმდევრული და მემატიანეების მიერ ათასჯერ გადაწერილ-გადმოწერილი.

საინტერესო იქნებოდა სულ სხვა თვალით დაგვენახა ჩვენი ყველაზე ძლევამოსილი მეფე. მისი ბავშვობა, ახალგაზრდობა, ის სირთულეები რაც მას გადახდა თავს და ეს ყველაფერი 2013 წელს დათო ტურაშვილმა შეძლო.

წიგნი „ტყეების მეფე“ 2013 წელს გამოვიდა. წიგნში ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები და უდიდესი ქართველი მეფის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიებს გვაცნობს. რომანი თავიდან ფილმის სცენარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისი გადაღება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, მივიღეთ ახალი რომანი დიდ მეფეზე, რომელიც საინტერესო, გულისამაჩუყებელი და სასიამოვნო საკითხავია.

პირველად რომ ამ წიგნის შესახებ გავიგე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელის“ მერე სხვა წიგნის წაკითხვა ცოტა მიჭირდა, იმდენად ვიყავი ემოციებისგან დაცლილი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დავით მეფეზე დაწერილ სხვა წიგნსაც გავცნობოდი. რადგანაც ავტორი ტურაშვილი იყო, მივხვდი რომ საქმე სიახლეებთან მექნებოდა. ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი წიგნი. სწორედ ამ განწყობით დავიწყე კითხვა და სიმართლე გითხრათ, განწყობამ გაამართლა.

ესაა წიგნი, სადაც ისტორიული ფაქტების გვერდით ისეთი ჩვეულებრივი, ყოფითი და ჩვენთვის ნაცნობი მოვლენები გვხვდება, როგორიცაა პირველი სიყვარული,  მეგობრები, რომლებიც ჭირში და ლხინში გვერდში ედგნენ, გამზრდელის რჩევა-დარიგებები და მეფობისკენ მიმავალი რთული გზა. ხალხმა რომ აღმაშენებელი გიწოდოს ამისთვის ბევრი რამის დათმობა გიწევს, დავითსაც მოუხდა რაღაცების დათმობა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ხომ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, მაგრამ არ ვიცი თანამედროვე ეპოქაში რომელიმეს თუ შეგვეძლო 16 წლის ასაკში მეფობა.

დავითზე ბევრი წიგნი დაწერილა. ჩვენში პატარა ბავშვმაც კი იცის 1121 წელი, რუის-ურბნისის კრება, გელათის მშენებლობა, გურანდუხტ დედოფალი, დემეტრე უფლისწული, დარუბანდის ჩამოხსნილი კარები, თბილისის დაბრუნება და დამარცხებული სელჩუკები. მაგრამ ვერავინ ვერ გეტყვით თბილისში შეპარული მეფისა და მისი ერთგული მეგობრების შესახებ. ვერც გორდოზე, ბივრიტელზე და შულიაზე იტყვიან რამეს. ვერც იმას გაიგებთ, რა აჩუქა გურანდუხტმა პირველი შეხვედრისას დავითს, ვერც ესპანელზე მოგიყვებიან, ორმოცი წელი რომ ელოდა სიყვარულის დაბრუნებას და ვერც გაიგებთ, თუ ჩემსავით ნაბიჯ-ნაბიჯ არ მიჰყვებით ტყეების მეფეს და არ წაიკითხავთ.

წაიკითხავთ და სულ სხვანაირად დაინახავთ „მეფეს აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშას“, გაიცნობთ გიორგი მეფეს, ტყეებში გადაკარგულს და მივიწყებულს. ბევრს იცინებთ და ბევრჯერ ცრემლიც მოგადგებათ თვალებზე და არასდროს დაგავიწყდებათ ყივჩაღური სიბრძნე: „დაკარგული და წართმეული თვითონ უნდა დაიბრუნო – სხვა ვერ მოგცემს იმას, რაც შენია“.

დასაბრუნებლად კი უნდა გაიმეტო სიყმაწვილე, ახალგაზრდობა, სიცოცხლე და სიყვარული და ვალმოხდილი დაადგე გზას მონასტრისკენ.

რომანის კითხვისას ვერ გაიგებთ სადაა რეალობა და სად ლეგენდა, მაგრამ მერე რა. სამაგიეროდ გაიგებთ იმას, თუ რატომ და როგორ უწოდეს დავით მეოთხეს აღმაშენებელი და რატომ გვაქვს ქართველებს დიდგორივით დიდი გული. 


კომენტარები


სკოლები
სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის N103 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს შთამბეჭდავად შეხვდა
სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა
სიახლეები
მონდომებული მოსწავლეები, შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი მშობლები, 
დამტკიცდა 2018-2019 სასწავლო წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში


Etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე ესაუბრა



მიხელ ბატიაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც განათლების სფეროში დაინერგა.


სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 180 საბავშვო ბაღში განახლდა
საინტერესო
წარსულში ადამიანები უფრო შეზღუდულები იყვნენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას
პირველ დღეს საბჭოთა მოსწავლეები სკოლაში ფორმით მიდიოდნენ


ეტალონი
„ესაა ჩემპიონატი, რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრს რამეს აძლევს“
„კვირის კითხვის“ სწორი პასუხია
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
საზოგადოება