საქართველოს რობოტიკის გუნდმა 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილი მოიპოვა
20-08-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურს First Global-ზე წარმატებით იასპარეზა.
სოფო კევლიშვილმა, ლიკა მიხელაშვილმა და ნიკა გეგეჭკორმა საქართველოს 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილი მოუტანეს.
კონკურსის თემა განახლებადი ენერგია იყო, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ - მონაწილეებს კი ეს უნიკალური რობოტები უნდა აეწყოთ.
რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. საქართველოს ნაკრები კონკურსში წელს მეორედ მონაწილეობდა.