სიახლეები
რჩევები

სახლის ახალი ბინადრები - რა დადებით თვისებებს უვითარებს სხვადასხვა ცხოველი ბავშვს?
08-10-2018
-
+


„დედა, მოვიყვანოთ რა, მე მოვუვლი, ოღონდ მართლა, შენ არ შეგაწუხებს“ - საკუთარი ბავშვობა გაგახსენდათ, ხომ?! ადრე თუ გვიან ყველა ბავშვი სთხოვს მშობლებს შინაური ცხოველის მოყვანას სახლში. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, შესაძლოა, სათანადოდ ვერ აფასებთ ოჯახში ახალი წევრის მატების დადებით მხარეებს. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ თუ რა დადებით უნარებს უვითარებს ესა თუ ის ცხოველი თქვენს პატარას:

კატა მოალერსე შინაური ცხოველია, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მას წნევის დარეგულირება, ნატკენი ადგილების მკურნალობა და დეპრესიისგან გათავისუფლებაც კი შეუძლია. „მკურნალობის პროცესი“ კრუტუნის ტემბრისა და მისი სიძლიერის მიხედვით განისაზღვრება. კატები გრძნობენ, როგორ, სად და რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იკრუტუნონ.

მას სიმშვიდე, სითბო და თამაში უყვარს. დიდ ყურადრებას მოითხოვს და საკმაოდ რთული გასაწვრთნელია, რადგან დასჯას ვერ იგებს.

თუ გსურთ რომ თვქენი შვილი მეტად მომთმენი და თავდაჭერილი გახდეს, კატა იყოლიეთ, მისთვის მითითებების მიცემა ძალის გამოყენებით უშედეგოა. ამ შინაური ცხოველისგან თქვენი პატარა დამოუკიდებლობასა და ყურადღების გამახვილებას ისწავლის.

ალბათ, ყველა ბავშვს უოცნებია მეგობარ ლეკვზე, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრს ითამაშებდა და ისეირნებდა. ძაღლი, რომ ადამიანის დიდი მეგობარია, ეს ყველამ ვიცით, ახლა გავიგოთ, რა დადებით უნარებს განუვითარებს მასთან ურთიერთობა თქვენს პატარას:

გახდის უფრო პასუხისმგებლობიანსა და დისციპლინირებულს - ძაღლს საათობრივად გასეირნება და კვება სჭირდება, ბავშვი ბევრად მოძრავი გახდება მასთან ერთად, რადგან ლეკვი ყოველთვის თამაშს ითხოვს, ამ ცხოველთან ურთიერთობა მეგობრობას ასწავლის მოზარდს და მეტად კომუნიკაბელურს გახდის. 

თუ ჯერ კატისა და ძარლის სახლში მოყვანა ვერ გადაწყვიტეთ, ზაზუნა და ზღვის გოჭი აჩუქეთ პატარას. მათ ნაკლები ფინანსები, მოვლა და ყურადღება სჭირდებათ, თუმცა სასურველია, მრავალფეროვანი ნივთებით გაურთოთ საცხოვრებელი გალია და კვირაში ერთხელ მაინც მიულაგოთ ის. ფუმფულა არსებები თქვენს შვილს სიყვარულის გაზიარებასა და ზრუნვას ასწავლიან.

თუთიყუში ხალისსა და ხმაურს შემოიტანს ოჯახში. ჭკვიანი ასრებაა, რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია და საუბარი სჭირდება, არ მოითხოვს დიდ დროსა და მოვლას, თავადაც შეუძლია თავის დასუფთავება. თუ სახლში პატარა ბავშვი გყავთ, თუთიყუშის ყოლა არ არის რეკომენდებული, რადგან მისი ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. თუთიყუში თქვენი შვილისთვის კარგი მოლაპარაკე იქნება და მას ზრუნვასა და დაკვირვების უნარს განუვითარებს.

აკვარიუმი სახლში ლამაზ ინტერიერს ქმნის, მისი ბინადარი თევზები კი მცირე ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვენ თქვენგან. საჭიროა მათი კვება და თვეში 2-3-ჯერ წყლის გამოცვლა, მეტი არაფერი. მათ არც კომუნიკაცია და არც თქვენზე მიჯაჭვულობა ახასიათებთ, უბრალოდ, ლამაზ გარემოს ქმნიან და თქვენს შვილებს საინტერესოდ შეამეცნებენ წყლის სამყაროს, ასწავლიან ზრუნვასა და დაკვირვებას.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება