სიახლეები


გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი შევიდა - როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები
16-08-2018
-
+


2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება აბიტურიენტებს 15 აგვისტოს 18 საათამდე შეეძლოთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განცხადებით, წელს ცენტრში 2200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი შევიდა. მისივე თქმით, ყველაზე მეტი განაცხადი ეხება ლიტერატურის, უცხოური ენებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს.

„2200-ზე მეტი სააპელაციო განაცხადი შემოვიდა. დაახლოებით იგივე, რაც წინა წლებში. როგორც წესი, ყველაზე მეტი განაცხადი ეხება ისეთ დავალებებს, რომლებშიც არის სუბიექტივიზმის მაქსიმალური დონე - ანუ თხზულებებს. ძირითადად აბიტურიენტები აპროტესტებენ უცხოური ენის, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგებს. აპელაციების რაოდენობა ამ საგნებში 2%-ც არ არის. სხვა საგნებში კი - 1 %-ზე ნაკლებია. ზოგადად რომ ვთქვთ, დაახლოებით 2%-ის ფარგლებშია გასაჩივრებები,“ - განაცხადა ივა მინდაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგები, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა შეეცვლება, გადახდილი თანხა უკან უბრუნდება:

„ყველას, ვისაც ქულა შეეცვლება, არ აქვს მნიშვნელობა მოემატება თუ დააკლდება – თანხა უკან დაუბრუნდება. ვისაც იგივე ქულა დარჩება, რაც მანამდე ჰქონდა, თანხა უკან არ უბრუნდება,“ - განაცხადა ივა მინდაძემ.

მისივე ინფორმაციით, აპელაციის დასრულებისთანავე გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზი - გაირკვევა, თუ რომელი ვარიანტი დასახელდა რთულად.

რაც შეეხება აბიტურიენტების ჩარიცხვებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.

„აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება საბოლოო შედეგები - ჩარიცხვები და გრანტების შესახებ ინფორმაცია. ამ თვის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება ყველაფერი,“ - განაცხადა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის, დამატებისა და წაშლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება