სიახლეები
რჩევები

4 მიზეზი, რატომ არ უნდა ეჩხუბოთ ბავშვს დაბალი ნიშნის მიღების გამო
19-09-2018
-
+


„თავი მომჭერი, როგორ შემარცხვინე, სხვას თუ შეუძლია სწავლა, შენ რატომ ვერ შეძელი... ოროსანი შვილი არ მჭირდება“ - ყველა მშობელს სურს, თავისი შვილი საუკეთესო მოსწავლე იყოს, უმაღლესი შეფასებებითა და ბევრი ქებით, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება და ფსიქოლოგები ზემოთქმული ფრაზებით საუბარს კატეგორიულად ემიჯნებიან.

Etaloni.ge გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ეჩხუბოთ ბავშვს ორიანის მიღების გამო:

დაბალ ქულას შესაძლოა, ახსნა მოეძებნოს...

შეფასებაზე საუბრისას გასათვალისწინებელია გარემო, რომელშიც ბავშვს საკუთარი ცოდნის გამოვლენა უწევს. შესაძლოა, პატარას კლასის წინაშე წარდგომა და საკუთარი აზრის ღიად გამოხატვა ერიდებოდეს, ან საკონტროლოს წერისას იმდენად ნერვიულობდეს, რომ რაც იცის ისიც დაავიწყდეს. ასე რომ, ჩხუბი გამოსავალი არ არის. საჭიროა გარემოებების შესწავლა და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა.

ქულები - სუბიექტური საკითხია...

კარგი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, თანაბრად და სამართლიანად მოექცეს მოსწავლეებს და ათბალიანი შეფასების სისტემით, ცოდნის შესაბამისი ქულის დაწეროს. მაგრამ პედაგოგიც ადამიანია, თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებებით. ასე რომ, მასაც შეიძლება შეეშალოს.

„ორიანი“ შესაძლოა, დასჯის მექანიზმად მოგვევლინოს...

არიან განსაკუთრებით ცელქი მოსწავლეები, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება და საგაკვეთილო პროცესისთვის თვალყურის დევნება უჭირთ. მასწავლებლის მთავარი ბერკეტი ქულაა და მრავალი შენიშვნის შემდეგ, შესაძლოა, ნიშანი არა ცოდნაში, არამედ არასწორი საქციელის გამო დაწეროს.

მშობლის რეაქცია - მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის სამომავლო მოტივაციას...

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რატომაც არ ღირს დაბალი ქულის გამო ჩხუბი. მოცემულ სიტუაციაში თქვენმა რეაქციამ, შესაძლოა, საბოლოოდ ჩაუკლას მონდომება ან სწავლის სურვილი გაუჩინოს ბავშვს. გაგებით მოეკიდეთ არსებულ სიტუაციას, ჰკითხეთ შვილს რატომ მიიღო დაბალი შეფასება, იმიტომ რომ კარგად არ იყო მომზადებული თუ სხვა გარემოებების გამო. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა და შვილის მხარეს დადექით. ბოლოს და ბოლოს, ქულა გამოსწორდება, თქვენი ურთიერთობები კი რთულად დალაგდება.

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება