სიახლეები


შიშების მბრძანებელი - ალფრედ ჰიჩკოკი
21-08-2018
-
+


ლონდონის მახლობლად ბოსტნეულით მოვაჭრის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელმაც წლების მერე მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორის სახე შექმნა. ბიჭი, რომლის ნოვატორულმა იდეებმა კინოსამყაროს სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები მოუტანა და ბიჭი, რომელმაც შიში დაიმორჩილა. 

ეს ბიჭი სერ ალფრედ ჰიჩკოკია.

ჰიჩკოკის ხსენებისას პირველი რაც გვახსენდება, არის ფილმი „ფსიქო“ და ეს ცნობილი ფოტოსურათი, სადაც რეჟისორი იდეებს მდინარე ტემზაში ეძებს: 



მერე გაგვახსენდება „ჩიტები“, „რებეკა“ და კიდევ ბევრი, ბევრი ფილმი, მაგრამ ასევე არის ფაქტები, რომლის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. 

რა იცით თქვენ ჰიჩკოკის შესახებ და რა ვიცით ჩვენ? 

იცოდით, რომ გენიალურ რეჟისორს ოსკარი არასდროს მოუგია? მისმა ფილმმა „რებეკა“ ოსკარი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოიპოვა, მაგრამ თავად რეჟისორი ჯილდოს გარეშე დარჩა. როცა ის ჯილდოს მისაღებად სცენაზე მიიწვიეს, მან სულ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. გარდა ამისა, მისი 16 ფილმი კიდევ იყო ოსკარზე ნომინირებული, მაგრამ აღარ გაუმარჯვიათ. 



რეჟიოსორს უჩვეულო შიშები სტანჯავდა. მას ეშინოდა კვერცხების („თეთრი, სრულიად გლუვი მრგვალი საგნები… გინახავთ უფრო საძაგელი რამე, ვიდრე გახეთქილი კვერცხის გული და მისი დაღვრილი ყვითელი სითხე? არასდროს გამისინჯავს”), საკუთარი ფილმების („ვერ ვხვდები, როგორ ბედავს ხალხი ჩემი ფილმების ცქერას”) და პოლიციელების (ბავშვობისას მამამ 5 წლის ალფრედი პოლიციის შენობაში დატოვა რამდენიმე საათით. ამან მას პოლიციელების მიმართ გამძაფრებული შიში გაუჩინა, რამაც გავლენა მის ფილმებზე მოახდინა). 



ალფრედმა „სერ“-ის ტიტული სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო. ის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ დააჯილდოვა. 



იცით, მისი ფილმები „ფსიქო“, „უცნობები მატარებელში“ და „სცენის შიში“? მაგრამ ის თუ იცით, რომ ამ ფილმებში მისი ქალიშვილი თამაშობს. ჰიჩკოკსა და ალმა რევილს ერთადერთი ქალიშვილი, პატრისია ჰყავდათ. გოგონამ მამის ფილმებში ეპიზოდურ როლებში ითამაშა. 



და ბოლოს, შხაპის სცენა „ფსიქოში“ დღემდე მიეკუთვნება ყველაზე ხშირად გაანალიზებულ სცენას კინემატოგრაფიაში. მას ერთი კვირის განმავლობაში იღებდნენ, თვითონ ფილმი კი უმცირესი ბიუჯეტით და სატელევიზიო ტექნიკით გადაიღეს. მიუხედავად ამისა, სწორედ „ფსიქომ“ გახადა ალფრედ ჰიჩკოკი მილიონერი და ადამიანი, რომელიც შიშების დამორჩილებას ცდილობდა. 



ალფრედ ჰიჩკოკი 1980 წელს გარდაიცვალა. მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს და ფერფლი მიმოაბნიეს. 

„მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად“ - ა. ჰიჩკოკი 

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება