ჩოხატაურის ''ეტალონის'' მონაწილეების რეიტინგი ცნობილია
21-12-2016
დაკოპირებულია
-
+
გთავაზობთ, ჩოხატაურის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ინტელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა წიფლნარის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ზამურ კეშელავა (52 ქულა). მე-8 ადგილზე გავიდა ხიდისთავის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ცენტერაძე (52 ქულა). მე-7 ადგილზე გავიდა ბუკისციხის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე სიხარულიძე (52 ქულა). მე-6 ადგილზე გავიდა იანეულის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ტატო კეკელიძე (53 ქულა). მე-5 ადგილზე გავიდა ჩოხატაურის N1სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ქეთევან სიხარულიძე (54 ქულა). მე-4 ადგილზე გავიდა საჭამიასერის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნატა ქორიძე (55 ქულა). მე-3 ადგილზე გავიდა კოხნარის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ზაქარეიშვილი (55 ქულა). მე-2 ადგილზე გავიდა ჩოხატაურის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ გიორგაძე (56 ქულა).
''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჩოხატაურის N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გივი მდინარაძე დაეუფლა (64 ქულა).