სიახლეები
სამასწავლებლო

რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში შესვლამდე
13-08-2018
-
+


სანამ პირველკლასელი მოსწავლე სკოლის კარებს შეაღებს და მერხთან დაჯდება, დიდი გზაა გასავლელი. ბავშვის განვითარება და აღზრდა დაბადებიდანვე იწყება. ჯერ მშობელი, მერე ბაღი და ბოლოს სკოლა ავითარებს და აყალიბებს პიროვნებას. ამ ყველაფერს თავისი განსაზღვრული ასაკი და უნარები ახასიათებს. 

რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ბავშვი, რა ასაკიდანაა მათი სკოლაში მიყვანა სასურველი და რატომაა აუცილებელი მათთვის ბაღში სიარული - Etaloni.ge-ს კითხვებს საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორები პასუხობენ. 

ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

„ვფიქრობ, რომ სკოლაში 6 წლის ბავშვის შეყვანა დროულია. უნარებს რაც შეეხება, გარკვეული ნაწილი ბაღში უნდა შეიძინოს, დანარჩენი კი სკოლაში განუვითარდება. ზოგჯერ ხდება, რომ მოსწავლეებს უჭირთ მშობლებთან განშორება და ამას უნდა მიექცეს ყურადღება. როცა პირველ კლასში მოდის მოსწავლე, ჩემი აზრით, მინიმალური მათემატიკური ცოდნე უნდა ჰქონდეს, წაკითხულის გააზრება შეეძლოს და წიგნთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს“. 

ჭაბუკიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა არაბული: 

„ჩემი გამოცდილებით, მოსწავლეს ზოგადი უნარები უნდა გააჩნდეს, მაგ. დღის და ღამის განსხვავება შეეძლოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება, თვლას, კითხვას, ამის სრულყოფილად ცოდნა სკოლაში მოსვლამდე სავალდებულოდ არ მიმაჩნია. მე 40 წელია რაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ვიცი, რომ ის მოსწავლე, რომელსაც აქვს ცოდნა და ის, რომელსაც სკოლამდე არაფერი უსწავლია, პირველ კლასში მაინც ერთ დონეზე არიან. სასკოლო ასაკს რაც შეეხება, ამას კანონი უნდა არეგულირებდეს, მაგრამ მშობელი წყვეტდეს. ჩემი აზრით, ხუთი წლის ბავშვი ისეთივე განვითარებული ვერ იქნება, როგორიც 8 წლის, თუმცა ესეც ინდივიდუალურია“. 

არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე: 

„პირველ რიგში, მაგიდასთან ჯდომის წესები უნდა იცოდეს, 10-მდე თვლა, ფერების გარჩევა შეეძლოს და ელემენტარულ უნარებს ფლობდეს. ასევე, სასურველია, თუ სკოლამდე ბაღში ივლის. წერა-კითხვა შესაძლოა ისე ვერ ისწავლოს სახლში, როგორც სკოლაში, მაგრამ რომც იცოდეს არაფერი შავდება. სასკოლო ასაკისთვის კი 6 წელი ოპტიმალურად მიმაჩნია, თუმცა რადგან სწავლა 12 წლიანია, შეიძლება 5 წლის ასაკის ბავშვების შეყვანაც სკოლაში“. 

ზურაბ ტურაშვილის სახელობის ალმატის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბაწილაშვილი: 

„შეიძლება წერა-კითხვა არ იცოდნენ, მაგრამ ელემენტარული უნდა იცოდნენ: ფანქრის ჭერა, მაგიდასთან ჯდომის წესები, ქცევის კულტურა, უფროსებთან და ბავშვებთან დამოკიდებულება და ურთიერთობა. სასკოლო ასაკს რაც შეეხება, 6 წელი ნორმალურია, ჩემი აზრით“. 

შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხომერიკი: 

„მახსოვრობის განსავითარებლად ბავშვმა მათემატიკური უნარ-ჩვევები და ელემენტარული რაღაცები უნდა იცოდეს, ასევე ლექსები გონების გასავარჯიშებლად, მათი ზეპირად სწავლა ხელს უწყობს გონების განვითარებას. ასაკი კი, 6-დან 7 წლამდე, ვფიქრობ, რომ ოპტიმალურია სკოლაში შემოსაყვანად“. 

ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი: 

„ბავშვს მინიმალური ცოდნა უნდა გააჩნდეს, ამის საფუძველს კი ბაღი იძლევა. ესაა თვლა, კომუნიკაციის დამყარება, წესრიგის ცოდნა, მოსმენის უნარი, ჯდომის წესები. მისთვის დიდი მოთხოვნების წაყენება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ადრე ვფიქრობდი, რომ 7 წელი იყო საუკეთესო ასაკი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან აზრი შემეცვალა და 6 წლის ბავშვის შემოყვანა სკოლაში ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია“. 

ერედის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ზოლოშვილი: 


„ჩემი დაკვირვების შედეგად, მოსწავლეებს სკოლაში 6 წლის ასაკიდან უნდა ვიღებდეთ და აქ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაღი გამოვლილი და დამოუკიდებლად, თავისუფლად იყოს გაზრდილი. ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა და ამყარებდეს თანატოლებთან კომუნიკაციას“. 

ვაზიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ დათუაშვილი: 

„ბავშვებს სკოლაში აუცილებლად 6 წლის ასაკიდან უნდა იღებდნენ, რადგან სწორედ ამ ასაკშია მოსწავლე როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად მზად, მიიღოს სწავლა-განათლება. ის უნარ-ჩვევები, რასაც მოსწავლე უნდა ფლობდეს, ბაღში ისწავლება. ესაა გარემოსთან ურთიერთობა, თანატოლებთან კომუნიკაცია, ზოგადი და ელემენატრული ცოდნის შეძენა და ასე შემდეგ“. 

ენისლის საჯარო სკოლის მოსწავლე კონსტანტინე ცხოვრებაძე: 

„მოსწავლეები აუცილებლად 6 წლის ასაკიდან უნდა მოდიოდნენ სკოლაში. სანამ სკოლაში მოვლენ, მათ ბაღში უნდა იარონ, სადაც ისწავლიან ჯდომის წესებს, ფიგურების გარჩევას და ელემენტარულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ბაღი მათთვის აუცილებელია, თუ ბაღში სიარულს ვერ ახერხებენ, ამ შემთხვევაში მასწავლებელს ინდივიდუალურად უფრო მეტი შრომა მოუწევს“. 

ნინოშვილის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი დიასამიძე: 

„რადგანაც 12 წლიანი სწავლება გვაქვს, მოსწავლეების მიღება 6 წლის ასაკიდან სწორად მიმაჩნია. ჩემს დროს 7-8 წლის ბავშვები შედიოდნენ სკოლაში, მაგრამ მაშინ სკოლა მხოლოდ 10 წელი გრძელდებოდა. ახლა კი ის პროგრამები, რასაც სამინისტრო გვთავაზობს, შეესაბამება ამ ასაკს, მაგრამ მაინც დასახვეწი და გადასახედია. ბავშვი სანამ სკოლაში მოვა, ბაღში უნდა იაროს. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ბაღი ყველგან არაა და საჭიროა ეს პრობლემა მოიხსნას. გარდა ამისა, მარტო ბაღის ან სასკოლო პროგრამა არაა ბავშვის განვითარებისთვის საკმარისი, მას სხვადასხვა წრეები, კლუბები სჭირდება, სოფლის პირობებში ეს ძალიან ჭირს, განსაკუთრებით კი მცირეკონტიგენტიან სკოლებში“. 

ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ზაქაიძე: 

„ჩემი აზრით, ბავშვმა აუცილებლად უნდა იაროს ბაღში, სანამ სკოლაში მოვა. ყველაფერზე ჰქონდეს ზოგადი წარმოდგენა, ერკვეოდეს გარკვეულ საკითხებში და ზოგადი ცოდნა გააჩნდეს. ასაკს რაც შეეხება, ჩემი აზრით 7 წელი არის ოპტიმალური ასაკი სკოლაში ბავშვის შესაყვანად“.

ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მშვიდობაძე: 

„ვფიქრობ, რომ გამართლებულია 6 წლის ბავშვის მოყვანა სკოლაში. ამ დროისთვის ის გონებრივად და ფიზიკურად მზადაა და ადვილად ეჩვევა მერხთან ჯდომას და სკოლის წესებს. სანამ სკოლაში მოვა მან უნდა იცოდეს ელემენტარული საკითხები, თვლა, ცნობა რიცხვების და ასოების, რასაც ბაღში ასწავლიან კიდეც. ასევე უნდა შეეძლოს აზრის ჩამოყალიბება.“ 

წილკნის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური: 

„6 წელი სასკოლო ცხოვრების დასაწყებად, ჩემთვის მისაღებია. ბავშვი კი ელემენტარულ ცოდნას უნდა ფლობდეს, მაგალითად, სურათის აღწერა შეეძლოს, ცნობდეს, რომ სკოლა სხვა დაწესებულებაა, თვლა, მიმატება-გამოკლება იცოდეს და ბაღში აუცილებლად იაროს“. 

გია მოსეშვილის სახელობის ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი: 

„ამ თემასთან დაკავშირებით მე საკუთარი აზრი და გამოცდილება გამაჩნია. ჩემი ორივე შვილი 7 წლის ასაკში მივიყვანე სკოლაში. ვფიქრობ, რომ ადრეულ ასაკში არ შეიძლება ბავშვების ოჯახიდან გაყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ მერხებთან რუტინულად ისხდნენ. სანამ სკოლაში მოვა ბავშვი მომზადებული უნდა იყოს სოციალურად და ფსიქოლოგიურად. თვლას, კითხვას და ასე შემდეგ, ამას სკოლაშიც ისწავლის და როცა ეს უკვე იცის, მომაბეზრებელი ხდება მისთვის სწავლის პროცესი. მთავარია, სოციალურად მომზადებული იყოს და დიდ ჯგუფთან ყოფნისას დისკომფორტი არ შეექმნას“. 

სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ქუშაშვილი: 

„ვფიქრობ, რომ 6 წელი ოპტიმალური ასაკია, მაგრამ კანონში ცვლილებას შევიტანდი და იანვრამდე ვინც ხდება 6 წლის, მაგათაც მივცემდი სკოლაში სწავლის უფლებას. უნარ-ჩვევებს რაც შეეხება, ელემენტარული ქცევის წესები უნდა იცოდეს, გეომეტრიული ფიგურების გარჩევა და ასე შემდეგ. ამას ბაღში ისედაც ასწავლიან და ზოგმა წერა-კითხვაც კი იცის სკოლაში მოსვლამდე“. 

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი ამბროს ჩაბოშვილი: 

„სასკოლო ასაკი ჩემზე კომპეტენტურმა ხალხმა უკვე განსაზღვრა, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ 7 წელი უფრო უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება უნარებს, ბაღში უნდა იაროს აუცილებლად ბავშვმა, რადგან იქ სწავლობენ ისინი უცხო გარემოსთან შეგუებას, მეგობრების შეძენას და ასე თუ ისე, სკოლას მომზადებულები ხვდებიან“.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ თბილისის N173 საჯარო სკოლის მომავალი მოსწავლეები, 190-ე ბაღის აღსაზრდელები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება