სიახლეები


როგორ გამოიყურებიან ჩვენი ფავორიტი მიმების გმირები ახლა - ფოტოები
15-08-2018
-
+


წარმოიდგინეთ, თქვენი ყველაზე ცუდი ფოტო გამოსაშვები ალბომიდან ან უბრალოდ გასართობად გადაღებული ფოტო, სადაც საშინლად გამოიყურებით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ფოტოები ინტერნეტში მოხვდა და მთელი მსოფლიო მათზე სხვადასხვა გასართობს იგონებს. 

ამ ფოტოებმა ჩვენ საშუალება მოგვცა, მათზე უამრავი მიმი და კოლაჟი შეგვექმნა. დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი იცნობს მათ სახეზე, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რატომ გადაიღეს ასეთი ფოტოები ან საერთოდ ვინ არიან ფოტოებზე ასახული პიროვნებები. 

წლები გავიდა და საინტერესოა თუ როგორ გამოიყურებიან ჩვენი ფავოროტი მიმების გმირები, რომლებმაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს. 

ინტერნეტი ხომ არაფრის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს... 

„წარმატებული ბავშვი“ (სემ გრინერი) 



სემის ფოტო 2007 წელს დედამისმა ატვირთა. ფოტომ მალევე უსაზღვრო პოპუალურობა მოიპოვა და ინტერნეტში გავრცელდა სათაურით: „მე მძულს ქვიშის სასახლეები“. ლენი გრინერს არ მოეწონა ეს ხუმრობა, რადგან თვლიდა, რომ ასეთი წარწერა მის შვილს ცუდად წარმოაჩენდა და მას სხვისი ქვიშის სასახლე არ გაუნადგურებია. 

„კატასტროფის გოგონა“ ( ზოი როტი)




ცეცხლმოკიდებული სახლის და გოგონას ფოტო დეივ როტმა 2004 წლის იანვარში გადაიღო. ხანძარი მისი სახლიდან ორი კვარტლის მოშორებით სახანძრო წვრთნის მიმდინარეობას ასახავს და რა თქმა უნდა, ზოის საკუთარი სახლი არ დაუწვავს. ხანძარზე დაკვირვებისას მან საკუთარი ქალიშვილის სახეზე ეშმაკური ღიმილი შეამჩნია, რომელიც კამერაზე დააფიქსირა. „მე მიყვარს ეს მიმი და ძალიან მინდა, რომ მან ჩემი კოლეჯის საფასური გადამიხადოს - ამბობს ზოი - ან უბრალოდ უფრო მეტმა ხალხმა გამიცნოს“. 

„გვერდულად მომზირალი ქლოი“ (ქლოი) 



2013 წლის 12 სექტემბერს youtube-ზე აიტვირთა ვიდეო სახელწოდებით „სიურპირზი ლილის -  დისნეილენდში“. ვიდეოზე ორი და ჩანდა, ლილი და ქლოი, რომლებსაც ამ სიურპრიზის შესახებ სკოლისკენ მიმავალ გზაზე აცნობეს. უფროსი და ლილი თვალცრემლიანი ეგებება ამ სიახლეს, ხოლო ქლოი კი კამერისკენ ამ მზერას მიმართავს, რომელიც ყოველთვის იქნება ცნობილი, როგორც „გვერდულად მომზირალი გოგონა“. 

„წარმატებები ჩარლი“ ( მია ტალერიკო) 



ესაა სცენა დისნეის შოუდან „წარმატებები ჩარლი“. ეს ექსპრესიული გოგონა კი აშკარად ძალიან კარგად გამოხატავს ფრაზას - „არ ვიცი“. 

ძაღლი



2010 წლის 23 თებერვალს, იაპონელმა საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აცუკო სადომ თავის პირად ბლოგზე საკუთარი ძაღლის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ხედავთ, საკმაოდ ცნობილი ფოტოსესია გამოუვიდათ. 

„მცდელობა, იჯდე კლასში ძალიან საყვარელი გოგოს გვერდით“ (მაიკლ მაკგი) 



ეს ფოტო თავიდანვე ამ სათაურით გამოქვეყნდა. როცა მაიკლს ჰკითხეს, ხომ არ უნანია მას ამ ფოტოს გამოქვეყნება, მან უპასუხა, რომ იყო პოპულარული, ეს ძალიან მაგარია, უბრალოდ ნანობს იმას, რომ ამ ფოტოთი ბევრი ფული ვერ იშოვა. 

„ბრაიანი“ (კაილ ქროვენი) 




ეს ბიჭი ბრაიანი არაა, მისი ნამდვილი სახელი კაილია. სურათი პირველად 2012 წლის 23 იანვარს კაილის ძველმა მეგობარმა გამოაქვეყნა სათაურით „მართვის მოწმობა აიღო“. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება