სიახლეები
სამასწავლებლო

„ვფიქრობდი, აი, ახლა, აი, ახლა ავფეთქდებით-მეთქი“ - გორის სკოლების დირექტორების მოგონებები ომზე
08-08-2018
-
+


2008 წლის აგვისტოს ომს უკვე მეათეჯერ დიდი ტკივილით ვიხსენებთ. განსაკუთრებული ემოციითა და პასუხისმგებლობით ის დრო გორის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებს ახსოვთ, რომლებმაც უბედურების ქარ-ცეცხლი საკუთარ მხრებზე გადაიტანეს:

Etaloni.ge- სგან გაეცანით დირექტორების მოგონებებს ომზე: 

გორის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე აბუაშვილი: 

„მძიმე გასახსენებელია ომის დღეები. ბაქოში ვიყავი ქალიშვილთან ერთად, ახლობლებთან სტუმრად, მეუღლე, ვაჟი და სხვა ოჯახის წევრები საქართველოში იყვნენ. თანაც ჩემი ქმარი სამხედრო დანაყოფში მუშაობდა და ბეწვზე გადაურჩა ასაფეთქებლების წვიმას. მათთან კომუნიკაციის საშუალება არ მქონდა, ეს იყო ყველაზე რთული. რამდენიმე დღეში ჩამოვედი, სახლში ყველაფერი ხელუხლებელი დამხვდა. მეუღლემ არაფრით დატოვა ჩვენი კარ-მიდამო, მეზობლები მორიგეობით ვდარაჯობდით ერთმანეთის სახლს. მაშინ სასწავლო ნაწილი ვიყავი და ჩვენს სკოლაში სამხედროები ცხოვრობდნენ. ჩვენი კურსდამთავრებული ვანიკო კვალიაშვილი ჯარში მსახურობდა, დავკარგეთ იმ წელს.“

აძვის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბიძინაშვილი: 

„იმედით ცოცხლობს ადამიანი და ეს იმედი გვაქვს დღესაც. მოჩვენებითი სიმშვიდეა ჩვენთან. ამდენი ტკივილი, მსხვერპლი და შიში, რომელიც ახლაც არ გვანებებს თავს. მავთულხლართებიან საზღვართან ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. ათი წლის წინ, 11 აგვისტოს დავტოვე სახლი, დედას ინსულტი ჰქონდა გადატანილი და მანამდე ვერ მოვახერხეთ. მცირეწლოვან შვილებთან ერთად, თბილისში წავედით, ახლობლებმა ერთად შევაფარეთ თავი. რთული გზა გავიარეთ, ვერაფრის წაღება მოვასწარით, თავზე თვრითმფრინავები დაფრინავდნენ, ვფიქრობდი, აი, ახლა, აი, ახლა ავფეთქდებით-მეთქი. უკან 21 აგვისტოს დავბრუნდი და ზუსტად ჩემი სახლის წინ რუსების 75 ერთეული ტანკი და შეიარაღებული ძალები გადიოდნენ. თივის ზვინში ვიმალებოდი შვილებთან ერთად, თვალში რომ არავის მოვხვედროდით... ომის შემდეგ სოფელში მოსახლეობა გვიან მობრუნდა, თუმცა მაინც იმედით ვცოცხლობთ, ვაგრძელებთ სწავლასა და წინსვლას უკეთესი, მშვიდობიანი ცხოვრების მოლოდინში.“

გორის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ ნუცუბიძე:

„ომი რომ დაიწყო, ზღვაზე ვიყავი მცირეწლოვან ქალიშვილებთან ერთად, მეუღლემ რამდენიმე დღეში ჩამოგვაკითხა, მაგრამ დედა და დედამთილი მას არ გამოყვნენ. მაშინ სასაუბრო ანგარიშის შევსება ხუთლარიანი ბარათებით ხდებოდა, დეფიციტი იყო და სახლში დარჩენილებს ვერც ვუკავშირდებოდით. ბოლოს მეზობლებისგან გავიგეთ მათი ვითარება. თანაც სტუმრები მყავდა, ისინი უნდა გამეცილებინა. გორშიც ვერ ვბრუნდებოდი. სანაპიროზე არავინ გამოდიოდა, ჩამქრალ შუქებსა და სიჩუმეში იყვნენ შეკეტილნი. 5 დღით წასულს მთელი თვე მომიწია ზღვაზე დარჩენა, დიასახლისმა უსასყიდლოდ შეგვიფარა. მახსოვს, ის ბედნიერი წუთები, როდესაც გზა გაიხსნა და შინ დაბრუნება შევძელი. შვილებთან ერთად, თავად ვხვდებოდი დევნილებს, აღვწერდი კარვებში მცხოვრებთ და ვუყურებდი ომისგან გამწარებულ ოჯახებს, მტირალ ბავშვებს. რთული დრო იდგა.“

ბერბუკის საჯარო სკოლის დირექტორი ამალია საური:

„პირველი ბომბი რომ ჩამოაგდეს გორიჯვართან, თვითმფრინავმა ჩემს ბინას გადაუფრინა. შემდეგ იყო აფეთქებები მიყოლებით, დაჭრილები და გარდაცვლილები. მძიმე რეალობის წინაშე ვიდექით. სანამ ტანკები და ჯარი არ შემოვიდა გორში, მანამ სახლი არ დამიტოვებია. სკოლის შორი-ახლოსაც მოხდა აფეთქება, შენობა დაზიანდა და მოგვიანებით შეაკეთეს, ჩვენი მოსწავლეები საღსალამათნი დაგვიბრუნდნენ და დევნილი ბავშვების ნაწილიც მივიღეთ იმ წელს სასწავლებლად.“

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ბიბილაშვილი:

„გუშინდელი დღესავით მახსოვს ომის დრო, სოფელში ვიყავი და ვფიქრობდით, რომ ისევ ლოკალური არეულობა იქნებოდა და სიტუაცია არ გამწვავდებოდა. ხმა გავრცელდა, ოსებმა ასე თქვეს, რაც გინდათ წაიღეთ და წადით, ჩვენ მხოლოდ მიწა გვაინტერესებს, ჩვენი ტერიტორიააო. ჩვენს სახლებს მრავალმა ოჯახმა შამოუარა აკიდებული ბარგითა და ფარით, სოფელი დაცარიელდა, სიტუაცია დაიძაბა, დაიწყო მკვლელობები. 13 აგვისტოს წავედი თბილისში და ორი კვირის შემდეგ რომ დავბრუნდი, გაძარცვულ-დამწვარი სახლები დაგვხვდა, ჩემს ბინას არავინ შეხებია. პირველი წელი იყო ჩემი დირექტორობისა, ერთი მასწავლებელი დაგვეჭრა ომის დროს, საბედნიეროდ, გადარჩა და ჩვეულებრივ განაგრძო საქმიანობა. იმ წელს სწავლა 15 ოქტომბერს დავიწყეთ, მანამდე რუსის ჯარი სოფელთან ახლოს იყო ისევ გამაგრებული. მიუხედავად დაძაბულობისა, მაინც იმედიანად ვუყურებთ მომავალს და საქართველოს გამთლიანების სურვილით ვცოცხლობთ.“ 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ფატარიძე:

„7 აგვისტოს საღამოს ძლიერი ხმაური გაისმა, ვერც ვიფიქრებდით, რომ ეს იყო ხუთდღიანი ჯოჯოხეთის დასაწყისი. თბილისიდან სტუმრად გვყავდა ქალი, ორი ბავშვით და მეორე დილასვე დავაბრუნეთ სახლში. მე გორში ჩავედი სკოლის საქმეებზე, კომბინატში რომ ბომბი ჩამოვარდა, მაშინ მივხვდი, რაღაც საშინელი გველოდა. სოფლიდან ბავშვები გავხიზნეთ. მოგვიანებით მეც წავედი ბორჯომში ჩემს ძმასთან, 30 ადამიანი ვაფარებდით იქ თავს. შემდეგ ისევ სოფელში დაბრუნება მომიხდა, ჩემს ბიჭსა და მის მეგობარს უნდა ჩამოეკითხათ, როდესაც რუსებმა მათი მანქანა გააჩერეს და გადაადგილების მიზეზი ჰკითხეს. იმ დღეებში 5 ქალი დაიღუპა არაშენდაში და ვაჟმაც უთხრა, ერთერთი დედაჩემიაო. მანქანიდან გადმოიყვანეს, წელს ზემოთ გახადეს და შეამოწმეს, მერე გამოუშვეს. საბოლოოდ შემოვლითი გზით დავბრუნდით ბორჯომში.“

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება