სიახლეები


რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებელთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნებაზე
08-08-2018
-
+


„მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, იმ კვირიდან დაიწყება,“ -  ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ Etaloni.ge-ს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება:

„მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა ნამუშევრების გასწორების პროცესი დასრულებისკენ მიდის. სავარაუდოდ, იმ კვირაში გვექნება შედეგები და დავიწყებთ გამოქვეყნებას. მას შემდეგ, რაც ყველა გამოცდის პირველადი შედეგი გამოქვეყნდება, დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. სააპელაციო განაცხადების გასწორება წინა წლებში 3-4 დღეზე დიდხანს არ გრძელდებოდა, თუმცა ეს მაინც სააპელაციო განცხადებების რაოდენობაზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა ივა მინდაძემ.

კითხვაზე, თუ გამოიკვეთა, რომელი საგნის ან რა ტიპის ტესტური დავალებების შესრულება გაუჭირდათ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, ივა მინდაძე აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი:

„დახურული დავალებები ავტომატურად სწორდება, რაც შეეხება ღია დავალებებს, ისინიც სკანირდება და თითო დავალების ტიპი მისდის გამსწორებელს. აპლიკანტების მთლიან ტესტს ვერ ვხედავთ და შესაბამისად, მთლიანი სურათის გაგება, ძნელია. თუ როგორ შეასრულეს მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა დავალებები, რომელი გაუჭირდათ ან გაუადვილდათ, ამ კითხვებზე პასუხი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გვეცოდინება,“- განაცხადა ივა მინდაძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 11 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდებზე მესამედი არ გამოცხადებულა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო პატარებისთვის, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე საუკეთესოდ აისახა
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება