სიახლეები


ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა კურსის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა
07-08-2018
-
+


ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო.

სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. სიტყვით მიმართვისას სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილზე, თავგანწირვასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე გაამახვილა და კურსდამთავრებულებს ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ და წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კურსდამთავრებულ იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება.

კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე გადანაწილდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება