სიახლეები


„საქართველოში დიპლომისთვის სწავლობენ და პროფესიით ვერ მუშაობენ“ - რომელი სპეციალობის განვითარება სურთ სკოლის დირექტორებს
07-08-2018
-
+


გამოცდების ციებ-ცხელება ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. აბიტურიენტებმა საკუთარი არჩევანი  უკვე გააკეთეს. სხვადასხვა გამოკითხვით, პოპულარულ ფაკულტეტებში კვლავ იურიდიული, ბიზნესადმინისტრირება თუ ჟურნალისტიკა მოიაზრება. საინტერესოა, რეალურად რომელი სპეციალობა სჭირდება ქვეყანას და სად არსებობს პროფესიონალი კადრების დეფიციტი? - Etaloni.ge ამ თემაზე სასაუბროდ საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. 

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბენიძე: ჩვენი სკოლის აბიტურიენტებმა ძირითადად სამართალმცოდნეობის, ეკონომიკური ან სამედიცინო ფაკულტეტები აირჩიეს. ჩვენ დროს ისტორიის ფაკულტეტი გახლდათ პოპულარული და მეც პროფესიით ისტორიკოსი ვარ. ასევე, ბევრი აბარებდა იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტებზე. ვფიქრობ, რომ ყველა პროფესია საპასუხისმგებლოა, მაგრამ აუცილებელია ბაზრის კვლევა, რომ ნებისმიერი ფაკულტეტი დასაქმებაზე იყოს ორიენტირებული. ამ ეტაპზე, ფაქტია, რომ ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და არქიტექტურის მიმართულებით პრობლემები გვაქვს. სამუშაო ადგილები ამ მხრივ არის, მაგრამ კვალიფიციური კადრების დეფიციტია. 

ჭკადუაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვარაცხელია: უცხო ენები და საბანკო საქმე - ჩვენი აბიტურინეტების უმრავლესობა ამ პროფესიებზე აბარებს. მსურს, რომ პედაგოგიურზე მეტი აბარებდეს, რადგან სკოლებში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა. მე თვითონ მოწოდებით პედაგოგი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. როცა მოსწავლეებთან გაქვს ურთიერთობა და სკოლაში სიახლეები შემოგაქვს, აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველას წაადგება.
 
ქვილიშორის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ახალაძე: ჩემს დროს პოპულარული იყო სამედიცინო ფაკულტეტი. მე კი ფილოლოგია ავირჩიე. ყველა პროფესია საჭიროა, თუ კარგი სპეციალისტი იქნება. აუცილებელია კარგი მასწავლებელიც და ექიმიც, მთავარია პროფესიონალი იყოს.  

ზუგდიდის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ხორგუანი: ზოგს სამედიცინო უნდოდა, ზოგს-ბიზნესის ადმინისტრირება. ჩემს დროს ყველაზე პრესტიჟული სამედიცინო და პედაგოგიური ფაკულტეტი გახლდათ. ვისურვებდი, რომ პედაგოგობა კვლავ პოპულარული გამხდარიყოს. ბედნიერი ვარ ჩემი საქმით. მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღზრდა და ამისთვის პედაგოგები აუცილებელია. 

ნაკიფუს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ შენგელია: ჩემს დროს პოპულარული იყო სამედიცინო, იურიდიული და ისტორიული ფაკულტეტი. მე თუ მკითხავთ, ჩვენ გვზრდიდნენ უბრალო შემსრულებლად. შესაბამისად, გვაკლია ხალხი, რომელიც თვითონ რამეს მოიფიქრებს და იქით დაასაქმებს ვინმეს. ამ მხრივ განვითარება სჭირდება თაობებს და ჯერ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. კარგი მენეჯერები და სპეციალისტები გვჭირდება. 

ხონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი: ჩვენი სკოლის ბავშვებს სურდათ სამედიცინო, იურიდიულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე ჩაბარება. ჩემს დროს კი სამედიცინო, იურიდიული, ისტორიული და ფილოლოგიის ფაკულტეტი იყო პოპულარული. მე პირადად პროფესიით გეოგრაფი ვარ. ჩემი შვილის მაგალითს მოგიყვანთ: აბიტურიენტია და მეუბნება, რომ ძალიან სურს პედაგოგი გახდეს, მაგრამ იმდენად მცირე ანაზღაურებაა ამ სფეროში, რომ ისევ იურიდიული ფაკულტეტი აირჩია. ვისურვებდი, პედაგოგობა პოპულარული და პრესტიჟული პროფესია გამხდარიყოს.  

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ფიფია: ჩვენმა მოსწავლეებმა პედაგოგიურზე და ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარეს. ჩემს დროს პოპულარული პროფესია პედაგოგიური გახლდათ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდა როცა მოდის სკოლაში მასწავლებლად, თუ სხვაგან გამოჩნდა სამსახური, თავს ანებებს პედაგოგობას და იქ მიდის. მოხარული ვიქნები, თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობა ამაღლდება. საჭიროა ახალი თაობა ამ სფეროში. 

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ბობოხია: ჩვენმა მოსწავლეებმა, ძირითადად, იურიდიულ და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ჩააბარეს. ჩემს დროს პოპულარული იყო სამედიცინო ფაკულტეტი. ვფიქრობ, რომ სასურველია ეკონომიკური ფაკულტეტების განვითარება და ხელშეწყობა. 

წალენჯიხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ლუკავა: ბიზნესის ადმინისტრირება და საერთაშორისო ურთიერთობები-ეს ფაკულტეტები აინტერესებდათ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს. ჩვენს დროს სამედიცინო ინსტიტუტი იყო პრესტიჟული. როგორც სკოლის დირექტორი ვიტყვი, რომ კარგი იქნება თუ პედაგოგიური ფაკულტეტი უფრო პრესტიჟული გახდება და აბიტურიენტები უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ სპეციალობით. ეს სფერო საჭიროებს ახალ თაობას, რომელიც მოწოდებით იქნება პედაგოგი. 

ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როენა ფიფია: ჩვენი სკოლის ბიჭებმა ინფორმატიკა და ტექნიკური ფაკულტეტები, ხოლო გოგონებმა ჰუმანიტარული, ჟურნალისტიკა, უცხო ენები აირჩიეს. ჩემს დროს პოპულარული იყო სამედიცინო, ისტორიის და ფილოლოგიის ფაკულტეტი. მინდა, რომ პედაგოგის პროფესიით უფრო დაინტერესდნენ ახალგაზრდები. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ პროფესიით არ მუშაობენ, რადგან ალბათ, მას არასწორად ირჩევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ დიპლომი ჰქონდეთ და შემდეგ სხვა სფეროში საქმდებიან. ეს ცუდი ტენდენციაა.  

ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი გია მიგინეიშვილი: ჩვენმა აბიტურიენტებმა ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და ჰუმანიტარული საგნები აირჩიეს. ჩემ დროს პოპულარული იყო სამედიცინო, იურიდიული და ისტორიული, ასევე, ტექნიკური ფაკულტეტები, მათ შორის, პედაგოგის პროფესია აინტერესებდათ. ცვალებად დროში ვართ, ახალ-ახალი პროფესიების საჭიროება იქმნება და სახელმწიფო დაკვეთაც ამ მიმართულებით უნდა იყოს, რომ ახალგაზრდას უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების საშუალება ჰქონდეს. სამწუხაროდ, ახლა,  დიპლომს იღებენ და დასაქმების პრობლემა მაინც აქვთ. 


ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ კვარაცხელია: ჩემ დროს  სამედიცინო, იურიდიული და ისტორიული ფაკულტეტი იყო პოპულარული. მე პირადად პედაგოგის ოჯახიდან ვარ-დედაც, მამაც და ძმაც მასწავლებელი გახლდათ. მეც პედაგოგი გამოვედი. ახლა მთავარია არა ის, პრესტიჟულია თუ არა ფაკულტეტი, არამედ ის, რა პროფესიასაც აირჩევ, გიყვარს თუ არა. სამწუხაროა, რომ დღეს არავის სურს პედაგოგობა, რადგან ამ სფეროში დაბალი ანაზღაურებაა.   
 
ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი გერონტი გოგოხია: ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ეკონომიკური, ტექნიკური საგნები და შესაბამისად, ფაკულტეტები აინტერესებდათ.  ჩემ დროს პოპულარული იყო სამედიცინო, ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტი. ქვეყანას ყველა პროფესია სჭირდება, თუმცა განსაკუთრებით ნიშვნელოვანია განათლების სფეროში სპეციალისტები და პროფესიონალები მოღვაწობდნენ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება