სიახლეები
ეტალონი

„აღფრთოვანებული ვსაუბრობდი „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალზე“ - ლიზი ცარციძე ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალური შოუ-კონკურსის შესახებ
08-08-2018
-
+


„ეტალონის“ საზეიმო ფინალში „ჭიათურის ეტალონმა მოსწავლემ,“ ლიზი ცარციძემ საპრიზო ადგილი დაიკავა. იგი 78 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. ლიზის მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზი გადაეცა.
 
როგორც ლიზი ცარციძე Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მოგონებები მისთვის დაუვიწყარ ემოციად იქცა:

„ეტალონი“ ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და ამოვდროულად დიდი ემოციებია. პირველ რიგში, ჭიათურის „ეტალონში“ გამარჯვებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მოულოდნელი იყო ეს წარმატება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა - ჩემი ქალაქი უნდა წარმედგინდა ფინალში. რაც შეეხება ფინალს, ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო. საქართველოს ყველა ქალაქის წარმომადგენლები ვიყავით, ჩემ გვერდით „აფხაზეთის ეტალონი მოსწავლე“ იდგა, ვგრძნობდი, რომ ეროვნულმა ინტელექტ-ჩემპიონატმა მთელი საქართველო გააერთიანა, თითქოს საქართველოს გული ერთად ფეთქავდა. იმდენად ამაღლებული გრძნობებით ვიყავი სავსე, რომ იმ წუთას დამავიწყდა კიდეც ჩემი მიზანი - გამარჯვება. იმდენად მოვექეცი გრძნობებში, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავხდი. ჩემი გონება საქართველოზე  ფიქრმა მოიცვა. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ განსაკუთრებული იყო ფინალის მოწყობა და თქვენი გუნდი, რომელსაც ყველაფერი საუკეთესოდ ჰქონდა ორგანიზებული და გათვლილი. ყველას ვუყვებოდი ამის შესახებ, აღფრთოვანებული ვსაუბრობდი „ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალზე. ძალიან კარგი იყო „ეტალონ მოსწავლეებთან“ ურთიერთობა. სწორედ მათთან ურთიერთობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია საქართველოს გაბრწყინება. რაც შეეხება ფინალში ჩემს წარმატებას, საუკეთესო მოსწავლეთა ათეულში გასვლის შემდეგ საოცარი აღმაფრენით დავბრუნდი ჭიათურაში. სხვანაირი სიხარულით დავდიოდი ჩემს ქალაქში. ადამიანები მაჩერებდნენ, მილოცავდნენ, ჩემზე მიუთითებდნენ, ეს „ეტალონი“ გოგონა არა არისო?! ამ საოცრად მასშტაბურმა პროექტმა ხალხს ჩემი თავი გააცნო. ძალიან მნიშნელოვანი იყო ხალხისგან წამოსული ემოციები, რომლებმაც უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ ბევრი რამ უნდა გავაკეთო ჩემი ქალაქისა და  ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს „ეტალონის“ ფინალში საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლე.

ლიზი ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში სწავლობს, მეთორმეტე კლასში გადავიდა. როგორც მისი სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე აღნიშნავს, ლიზი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული გოგონაა:

„ლიზი ძალიან შრომისმოყვარე, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეა. არაჩვეულებრივად წერს, წერის განსაკუთრებული კულტურა აქვს. ცდილობს ძალიან ბევრი მიმართულებით განვითარდეს, აქტიურად მონაწილეობს კონკურსებსა და პროექტებში. ლიდერის თვისებები აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისგან დიდი მოლოდინები გვქონდა. ლიზი ნამდვილად იმსახურებდა ფინალურ ეტაპზე საპრიზო ადგილზე გასვლას. ძალიან მიხარია, რომ სისწრაფითა და გაცემული პასუხების რაოდენობით საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. „ეტალონში“ მონაწილეობა მამოტივირებელი ფაქტორია მოსწავლეებისათვის. პროექტი მათ აძლევს საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, შეიძინონ მეგობრები. ასევე მინდა აღვნaიშნო, რომ ძალიან მომწონს ახალი პორტალი იზრუნე.ჯი, რომელიც ააქტიურებს მოსწავლეებს და მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფს მშობელთა ჩართულობას. ამიტომ Izrune.ge-ს დიდი მხარდამჭერი ვარ,“ - აღნიშნავს ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე.

ლიზის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა ჭიათურის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგისთვის, ლელა ბოჭორიშვილისთვის. იგი „ჭიათურის ეტალონ მოსწავლეს“ გონიერ და მიზანდასახულ გოგონად ახასიათებს:

„ლიზას წარატებას ნამდვილად ველოდი. იგი ძალიან გონიერი და მიზანდასახული გოგონაა. რასაც გეგმავს, ყოველთვის ახორციელებს. საოცრად კომუნიკაბელურია და აქტიურია. აქვე მინდა „ეტალონის“ შესახებ აღვნიშნო, როდესაც ჩვენს სკოლაში შესარჩევი ტური ჩატარდა, მოსწავლეები ხალისთ ჩაერთნენ და ძალიან მოტივირებულები იყვნენ. მათ ინტელექტ-ჩემპიონატში პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. „ეტალონი“ მოსწავლეებს ყველა მიმართულებით განვითარებას უწყობს ხელს.“

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო შოუ-კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.  „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე დაეუფლა

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი მოთხოვნებით
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება