სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მიღებული გამოცდილება გამოცდებზე ძალიან დამეხმარა“ - აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკის გამოცდაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა
06-08-2018
-
+


მათემატიკის გამოცდაზე ერთერთი საუკეთესო შედეგი ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა და „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელმა გივი მდინარაძემ აჩვენა.

მან მაქსიმალური 59 ქულიდან 56 ქულა მიიღო.

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, შორენა სიხარულიძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ჩოხატაურის მასშტაბით მათემატიკაში ასეთი მაღალი შედეგი არ დაფიქსირებულა:

„ასეთი კარგი შედეგი მათემატიკაში რამდენიმე წელია, ჩოხატაურის საჯარო სკოლების მოსწავლეებს არ ჰქონიათ. მიღწეულმა წარმატებამ ძალიან გაგვახარა. გივის დიდი ხანია ვიცნობთ, გამორჩეული ახალგაზრდაა, ადამიანურ ურთიერთობებშიც და საგნობრივ კომპეტენციებშიც. მან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონშიც“ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. ზოგადად, მახარებს, რომ პროექტში ჩვენი ბავშვების ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება და „ეტალონი“ მომავალი წინსვლისთვის მათ ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს .“

ახალგაზრდამ, რომელმაც გასულ წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის" ფინალში, 83 გამორჩეულ მონაწილეს შორის, 87 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, ეროვნული გამოცდების სხვა საგნებშიც მაღალი ქულები აიღო.

გივიმ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 80 ქულიდან 74 ქულა დააგროვა; ზოგად უნარებში - 80 - დან 71 ქულა; ხოლო ინგლისურ ენაში, რომლის ზღვარი 90 ქულას შეადგენდა, გივი მდინარაძემ 86 ქულა დაიმსახურა.

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ წილოსანი ამაყია გივისა და სხვა კურსდამთავრებულების წარმატებით:

„წელს ძალიან ძლიერი გამოშვება ჰყავდა ჩვენს სკოლას. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა, ერთობლივი მუშაობით, საუკეთესო შედეგებზე გასვლა შევძელით. 9 მედალოსანი გვყავდა და ცხრავემ გაამართლა. რაც შეეხება გივის, ძალიან ინტერესიანი ახალგაზრდაა, კარგი პიროვნება, ერუდირებული. მრავალი ინტელექტუალური თამაში აქვს მოწყობილი სკოლაში და თავად „ეტალონის“ გამორჩეული მონაწილე იყო, რაც საამაყოა.“

გივი მდინარაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სურს ჩაბარება. მისი თქმით, მიღებული შედეგები გაწეული შრომის შესაბამისია:

„შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, მთელი წლის განმავლობაში კარგად ვემზადებოდი და რომ არა მექანიკური, დაუფიქრებელი შეცდომები უკეთეს ქულებსაც ავიღებდი. სხვათა შორის, „ეტალონში“ მიღებული გამოცდილება გამოცდებზე ძალიან დამეხმარა. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატზე ექსტრემალურ პირობებში საკუთარი ცოდნის გამოვლენა ვისწავლე, მეტად თავდაჯერებული გავხდი და გამოცდებზეც უფრო თამამად გავედი.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება