სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო“ - ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო ფინალის საუკეთესო ათეულში გასული მოსწავლე
02-08-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალში თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ცუხიშვილი საუკეთესო მოსწავლეთა ათეულში მოხვდა. მიღწეული წარმატებისთვის მას ფულადი პრიზი გადაეცა.

78 მოსწავლეს შორის მე-8 ადგილზე გასული მარიამ ცუხიშვილი Etaloni.ge-ს ფინალური შოუ-კონკურსის ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე ესაუბრა:


„ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მაღალი კონკურენციის პირობებში მე-8 ადგილზე გასვლა ძალიან გამიხარდა. ინტელექტ-ჩემპიონატში შევძელი ჩემი ჩემი შესაძლებელობისა და ცოდნის გამოვლენა. ამან კი საკუთარ თავში უფრო მეტად დამარწმუნა. დიდი გამოცდილება შემძინა „ეტალონმა“. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი მის ავტორსა და წამყვანს და ორგანიზატორებს.“

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა დარწმუნებული იყო მარიამის წარმატებაში. როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, მარაიმ ცუხიშვილი ძალიან შრომისმოყვარე და წიგნიერი მოსწავლეა:

„მარიამის წარმატებას ნამდვილად ველოდით. არ დაგიმალავთ, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ იგი სამეულში მოხვდებოდა. რადგან მარიამი ბრწყინვალე მოსწავლეა - ძალიან შრომისმოყვარე, განათლებული და წიგნიერია. ბევრჯერ აღმინიშნავს და ყოველთვის დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია საგანმანათლებლო სივრცეში. იგი მოსწავლეებს ასწავლის უმოკლეს დროში ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას, ავითერებს მათ გონებრივ შესაძლებლობებს. ფინალს რაც შეეხება, ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა. დიდი შრომა იყო ჩადებული. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი პირადად გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. „ეტალონი“ სახალხო და ძალიან მასშტაბური პროექტია და ვისურვებდი, რომ მომავლში უფრო დიდ დარბაში ჩატარდეს, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასწრება.“

თბილისის N106 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაზი სეთურიძე აღნიშნავს, რომ მარიამის წარმატება მთელი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელონია:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია. გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე საპრიზო ადგილზე გავიდა. თუმცა ჩვენ მარიამისგან მეტსაც ველოდით, რადგან იგი არაჩვეულებრი გოგონაა, ძმაც მასავით კარგი ჰყავს. მთლიანად ოჯახი არის შესანიშნავი. მისი წარმატება მთელი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა „ეტალონში“ შარშან ჩაერთო და მას შემდეგ ძალიან ვაქტიურობთ. ძალიან მოგვწონს თქვენი ახალი პროექტი რომელიც, ოჯახის ჩართულობას გულისხმობს შვილის სასკოლო ცხოვრებაში.“

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო შოუ-კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.  „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე დაეუფლა

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
დარეჯან სირბილაძე არაერთი წელი ღირსეულად ემსახურა მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს
შეხვედრის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენდა
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება