სიახლეები
რჩევები

რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე - მზადება პირველი კლასისთვის
02-08-2018
-
+


თანამედროვე სამყაროში განათლების როლი სულ უფრო იზრდება და იცვლება მოთხოვნები-სიახლეებსა და კონკურენციას მომზადებული უნდა შეხვდე.

ბავშვებს, რომლებიც პირველად შეაბიჯებენ სკოლის სამყაროში, პროგრამის დასაძლევად და თანაკლასელებთან ურთიერთობისთვის გარკვეული საბაზისო ცოდნა სჭირდებათ.

რა უნდა იცოდეს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე? - Etaloni.ge მრავალჯერ ნაცად რჩევებს გთავაზობთ:

ბავშვს აუცილებლად უნდა შეეძლოს საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე საუბარი, მათი დახასიათება, საქმიანობის განსაზღვრა, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ნომრის დასახელება.



სკოლაში შესვლამდე საჭიროა სამყაროზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა, თუნდაც რამდენიმე ქვეყნისა და ქალაქის ცოდნა, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს შეცნობა, ბოსტნეულისა და ხილის გარჩევა, ფერების ცნობა, მარჯვენა-მარცხენის განსაზღვრა, წელიწადის დროებისა და კვირის დღეების ცოდნა და ზოგადად, მის გარშემო არსებული საგნების დასახელება და აღწერა.



პატარას ნივთების მსგავსი ნიშნით დაჯგუფება, მრავალ საგანს შორის ერთი კონკრეტულის გამორჩევა, ზედმეტი სახეობის აღმოჩენა, სათამაშოებზე ან ნახატზე განსხვავების პოვნა უნდა შეეძლოს. უნდა შეეძლოს რამდენიმე ლექსისა და სიმღერის დაზეპირება, სურათის აღწერა და მასზე თუნდაც მცირედი ისტორიის შექმნა უნდა იცოდეს. ასევე აუცილებელია, წინადადების დასრულების, კითხვებზე პასუხისა და მაგალითების მიხედვით საკითხის გადაჭრის უნარის ქონა. სასურველია, კალმის ჭერისა და მაკრატლის გამოყენების ცოდნა, ამოჭრის, გაფერადებისა და ხატვის გამოცდილება. 



სკოლაში შესვლამდე მშობლები კითხვასა და თვლას პატარებს ხშირად ასწავლიან. გონების გავარჯიშება და საგაკვეთილო აქტივობების წინასწარ შეჩვევა ცუდი არ არის, თუმცა, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ, რადგან პირველი კლასი უინტერესო არ აღმოჩნდეს შვილებისთვის.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება