სიახლეები


რომელია ყველაზე ძვირადღირებული სპორტული წრე და რა დაგიჯდებათ შვილის სპორტულ აქტივობაში ჩართვა
27-07-2018
-
+


მოზარდებისთვის, სწავლის პროცესის პარალელურად, სპორტულ აქტივობებში ჩართვა აუცილებელია. თუმცა  ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით,  მშობლებისთვის შვილების სხვადასხვა წრეზე ჩაწერა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.

სწორედ, ამიტომ, Etaloni.ge-მ ფედერაციებისა და კლუბების წარმომადგენლებისგან გაარკვია ყველაზე ცნობილი და პოპულარული სპორტული ჯგუფების ფასები, რომლის მიხედვითაც ძვირადღირებული და შედარებით ხელმისაწვდომი წრეები გამოიკვეთა. 

სამთო-სათხილამურო სპორტი-სპორტის ამ სახეობაში ბავშვებს მხოლოდ სამოყვარულო დონეზე რთავენ და ისიც-სეზონურად. 10-დღიანი სათხილამურო შეკრების ფასი (სეზონზე) 350-დან 500 ლარამდე მერყეობს. აღჭურვილობის ფასმა კი შესაძლოა 1000 ლარსაც გადააჭარბოს. 

ფარიკაობა-ამ აქტივობის ღირებულება თვეში 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეკიპირება (ფარი, მუზარადი, ხმალი) თანდათან ხდება საჭირო. სრული აღჭურვილობა კი 400 დოლარამდე ჯდება.

ჭადრაკი-ამ ინტელექტუალური თამაშის შესწავლა თვეში საშუალოდ 80 ლარი ჯდება, თუმცა ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ კვირაში რამდენ საათს მეცადინეობს მოსწავლე. თავად ჭადრაკის დაფის შეძენა 20 ლარადაც კი შესაძლებელია.

ჩოგბურთი-ეს ბავშვთა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სახეობაა. ყოველთვიური გადასახადი 250-300 ლარია. აღჭურვილობა კი (ფორმა, ბურთი, ჩოგანი) საშუალოდ 300-400 ლარი ჯდება. 

ცურვა-სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ფასს განსაზღვრავს ის, კერძო ტრენერის დაქირავება ხდება თუ არა. საშუალოდ, ცურვის შესწავლა 80 ლარი ჯდება, ტრენერის ჩათვლით კი–270 ლარს აღწევს.

ტანვარჯიში-ამ სპორტით დაკავებული მოსწავლეები შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩევიან. გადასახადი კი საკმაოდ ხელმისაწვდომია და თვეში 40-დან 70 ლარამდე მერყეობს.

ფეხბურთი-იმ მშობელებს, რომელთა შვილებსაც ბურთი ძალიან აინტერსებთ, ფეხბურთზე მათი ტარება საშუალოდ 100-120 ლარი უჯდებათ. ბურთის, ბუცებისა და ფორმის ფასი კი 150-დან 200 ლარამდე მერყეობს.

რაგბი-აღსანიშნავია, რომ თბილისში ყველაზე მრავალრიცხოვანი სწორედ რაგბის სპორტული სკოლები და კლუბებია. გადასახადი მხოლოდ 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე მერყეობს. ბურთის შეძენა შესაძლებელია 35 ლარიდან. 

კარატე-ეს სპორტული აქტივობა თვეში 35-დან 70 ლარამდე ფასობს, ფორმების შეკერვა კი 50-70 ლარის ფარგლებშიც შესაძლებელია. 

ძიუდო-ერთ-ერთი ხელმისაწვდომია სპორტია, რადგან გოგონებისთვის ვარჯიში თითქმის ყველა დარბაზში უფასოა (გოგონათა შორის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისათვის) ბიჭებისთვის კი თვეში 30-დან 45 ლარამდე ღირს. 

კალათბურთი-ბავშვთა სექციებში მეცადინეობა 50-დან 120 ლარამდე მერყეობს. ბურთის შეძენა 45 ლარიდან არის შესაძლებელი, ხოლო ფორმებისა და ბოტასების ფასი 150-დან 200 ლარამდე შეადგენს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება