სიახლეები
ეტალონი

‘’თერჯოლის ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის მფლობელისთვის გამარჯვება ძალიან ემოციური აღმოჩნდა
16-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''თერჯოლის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.     
 
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდა.  

თერჯოლის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  
 
ღონისძიებას თერჯოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.  

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა, ხოლო გამარჯვებულს კი წიგნები გადასცეს საჩუქრად. 
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.  

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სიქთარვის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გაგა აბულაძე დაეუფლა (72 ქულა). 

მისი თქმით, გამარჯვება მისთვის საკმაოდ მოულოდნელი და ემოციური იყო: 

''მეშინოდა რომ ცუდად გამოვიდოდი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. თავიდან რომ გამომაცხადეს სამეულში, ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ როცა თქვეს ჩემი სახელი ძალიან  ემოციური იყო ეს ყველაფერი. მინდოდა ამ პროექტში ჩემი თავი გამომეცადა. ველოდები მესამე ტურს, რომ წარმოვაჩინო საკუთარი თავი.“

თერჯოლის რესურსცენტრის უფროსის ქეთევან შეყრილაძის თქმით, თერჯოლაში ჩატარებული ‘’ეტალონი’’ ძალიან შთამბეჭდავი იყო  და მოსწავლეებმაც გაამართლეს მათი იმედები:  

„შთამბეჭდავი დღე იყო გუშინ. ძალიან ბევრი, 73 მოსწავლე მონაწილებდა ამ შეჯიბრში. ვღელავდით რამდენად ღირსეული მონაწილეები იყვნენ, მაგრამ მათ გაამართლეს ჩვენი იმედები, შედეგებმა დაადასტურა, რომ ისინი ნამდვილად ღირსეულები იყვნენ. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ბავშვები ასე კარგად აზროვნებენ, ასეთი ინტელექტუალები არიან. მოხარულები ვიქნებით თუ ეს პროექტი იარსებებს, გაგრძელდება და ისევ თუ დაბრუნდება მედია სივრცეში. თერჯოლა კი ყოველთვის აქტიურად მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას.“

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეების სწავლის დონით ძალიან კმაყოფილები არიან:

„ჩვენთვის ეს შეჯიბრი უცხო არ არის.  ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჩართულობა საკმარისი დოზით იყო. ყველაზე კარგი ის იყო, რომ თერჯოლა ყველაზე მაღალშედეგიანი აღმოჩნდა. ყველა სკოლიდან 73 მოსწავლე იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ სწავლის დონით, ეს ძალიან გვახარებს. რაც შეეხება ''ეტალონს'', ეს არის მოტივაციის წყარო. ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ამ პროექტს ჩვენს მუნიციპალიტეტში.“

საკრებულოს თავმჯდომარის ავთანდილ ჩუბინიძის თქმით, ''ეტალონი'' არის წარმატებული პროექტი:

„ძალიან დიდი შთაბეჭდილებები დატოვა ''ეტალონმა''. ეს არის წარმატებული პროექტი. ძალიან დიდი ძალა და ენერგია არის ჩადებული ამ პროექტში. ბატონ გოჩას აქვს გაკეთებული ასეთი სამადლო საქმე. საერთოდ ეს პროექტი მიმდინარეობს უწმინდესის კურთხევით და მისასალმებელია ასეთი პროექტი რომ ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგია, რომ ამდენი ნიჭიერი და კარგი ადამიანი გვყავს. ‘’მიეცით ნიჭსა გზა ფართო’’ - სწორედ ამის გამოძახილია ‘’ეტალონი’’. ჩვენმა ახალგაზრდებმა ძალიან იყოჩაღეს. თერჯოლელებმა ძალიან მაღალი შედეგი აჩვენეს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში მონაწილეობს და ასევე, ბატონ გოჩას. ისეთი ეფექტური, როგორიც  არის ’’ეტალონი’’ ჩვენს ქვეყანაში პროექტი არ განხორციელებულა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი.“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სოფიო ბუსკივაძის თქმით,  მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს:

„ეტალონი’’ ძალიან წარმატებული პროექტია, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა. მოსწავლეებმა ძალიან იაქტიურეს, საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს. ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. მონაწილეებიც და მაყურებლებიც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ, რადგან ჩატარდა სპორტის სასახლეში. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმისათვის, რომ ბავშვმა თავისი ცოდნის რეალიზება მოახდინოს და სტიმული მიეცეს მას კარგი სწავლისთვის, კარგი მომავლისთვის. მოსწავლეს ეძლევა საშულება გამოავლინოს თავისი თავი და გაიცნოს იგი არა მარტო საქართველომ, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა.“

''თერჯოლის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი გაგა აბულაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ასევე, მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ბუნების ნარჩენებით დაბინძურებას.
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება