ჰერეფორდის საკათედრო ტაძარში (ინგლისის სამხრეთ-დასავლეთი) სპეციალურად აშენებული ოთახი არსებობს, სადაც ტემპერატურა და გარემო მკაცრადაა გაკონტროლებული. ოთახში ასობით სხვადასხვა ხელნაწერი ინახება, რომლის ძირითადი ნაწილი შუა საუკუნეებით თარიღდება.
ეს ოთახი იმ ბიბლიოთეკის აჩრდილია, სადაც წიგნები თაროებზე იყო მიჯაჭვული.
წარსულის ბიბლიოთეკაში, სადაც 150-მდე ხელნაწერი ტომები ინახებოდა კანონებისა და რელიგიის შესახებ, რკინის ბოქლომები და ჯაჭვები შუა საუკუნეებში ქურდების შეჩერების ერთადერთი გზა იყო.
ამ მეთოდმა გაამართლა და ბიბლიოთეკამ უნიკალური ხელნაწერები შემოინახა.
1966 წელს ბიბლიოთეკა სპეციალურად მოწყობილ ოთახში გადაიტანეს და ზუსტად შეინარჩუნეს წარსულის ატმოსფერო.
დღეს ჰერეფორდის ბიბლიოთეკა 1500-ზე მეტ წიგნს და შუა საუკუნეების 229 მანუსკრიპტს ინახავს.
ბიბლიოთეკაში ყველაზე ძველი წიგნი „ჰერეფორდის სახარებაა“, რომელიც დაახლოებით 800 წელსაა შექმნილი.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა