ქვედა გორას საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ
ქვედა გორას საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა მარი ხურციძემ ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ მოაწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ და პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ.
„ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეები და აცრემლებული თვალებით დაემშვიდობნენ თავიანთ აღმზრდელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები