სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები პირველ კომენტარს აკეთებენ
20-07-2018
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდები გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე 20950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელი, ნაწილი კი მასწავლებლობის მსურველია.

გამოცდიდან გამოსული პედაგოგები Etaloni.ge-სთან საუბრისას ტესტის საკითხებს იხსენებენ და მის სირთულეს აფასებენ:

„ინგლისურში საკმაოდ საინტერესო კითხვები იყო. საგამოცდო ცენრტში ტექნიკურად ყველაფერი მოწესრიგებულია. რაც შეეხება საკითხებს, ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი. ესეში უნდა გვემსჯელა  მშობლების აქტიურ ჩართულობაზე სასკოლო ცხოვრებაში. მეორე თემად მოვიდა სიტუაცია, რომ  სატელევიზიო არხის დირექტორი ეძებდა საგანმანათლებლო გადაცემის პროდიუსერს, უნდა დაგვეწერა შევესაბამებოდით თუ არა ამ კვალიფიკაციას და წერილი უნდა გაგვეგზავნა მისთვის“,- განმარტა რუსუდან ხუბუტიამ.

„ქართული, როგორც მეორე ენა ჩავაბარე. ანალიტიკურ ნაწილში ესე იყო დასაწერი, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების აქტიური ურთიერთობა. ტექსტის გააზრებას რაც შეეხება, იყო რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „ფშავიდან“ მონაკვეთი. ასევე მოვიდა გრამატიკული ნაწილი, სადაც მასწავლებელს მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომები უნდა შეესწორებინა და აეხსნა, როგორ უნდა დაეწერა სწორად. იყო ტექსტები, სადაც ამოღებული იყო აბზაცები და ლოგიკურად უნდა ჩაგესვა. არ იყო რთული გამოცდა, თუმცა ძალიან შრომატევადი ოყო. ტესტი 5 ნაწილისგან შედგება და ყველა მათგანში ზღვარია გადასალახი, ბევრი სამუშაოა, მოცემული ტექსტები სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს, არ ვიცი რამდენად გაართმევენ თავს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები“,- აღნიშნა ხატია ხატიაშვილმა.

„გამოცდისთვის შესაბამისი მშვიდი გარემო დაგვხვდა. ჩემთვის ძალიან მარტივი იყო ინგლისურის ტესტი, ესე შემდეგი შინაარსის მოვიდა: ეთანხმებით თუ არა აზრს, რომ მშობლები აქტიურად უნდა იყვნენ შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი. იყო შეცდომების გასწორება და ტექსტებზე მუშაობა. ასევე, ტელევიზიის დირექტორისთვის საგანმანათლებლო გადაცემის პროდუსერის ვაკანსიაზე წერილი უნდა გაგვეგზავნა“, - დასძინა სალომე ლომიძემ.

„აუდიტორიაში მშვიდი და კონფორტული გარემო დაგვხვდა, მაგრამ ინგლისურის გამოცდაზე საკმაოდ რთული საკითხები მოვიდა. წერილი უნდა გაგვეგზავნა ტელევიზიის ხელმძღვანელისთვის და მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაზე უნდა გვემსჯელა“,- განმარტა თეონა ყელბერაშვილმა.

„ნორმალური სირთულის ტესტი მოვიდა, ცოტა „ლისენინგთან“ იყო პრობლემა, ხმა არ ისმოდა კარგად, აწევა მოვითხოვეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო. სხვა მხრივ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა“,- თქვა მარიამ წიკლაურმა.

კომენტარები


სკოლები
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში 2016-2017 სასწავლო წლის 
ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული და ყველა მათგამა მთავარი როლი მოირგო
პროექტის განხორციელებისას მოხდა ბუნებისმეტყველებისა და ხელოვნების ინტეგრირება
მეხუთეკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს
სიახლეები
გამოცდის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს
2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება

სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება 

„რაც მეტი ასეთი სივრცე იქნება ინტეგრირებული, მით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ“
საინტერესო
პრინცესა დაიანა, ჰიუ ჯეკმანი, სილვესტერ სტალონე და სხვები... 
საკლასო ოთახი სიახლეების, მრავალფეროვნებისა და თავგადასავლების ადგილია, თავგადასავლისა, 
ყველაზე მთავარია, რომ ყურადღებით ვიყოთ და განსაკუთრებულად დენის წყაროსთან
მასაზო ნონაკა 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა
ბავშვისთვის ყველაფრის აკრძალვა არ შეიძლება
ეტალონი
2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ხულოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ
ლენტეხის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,
საზოგადოება