როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები
19-07-2018
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები შემდეგ საგნებში - მათემატიკა VII-XII; ისტორია; გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება; ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII, დღეს დღის ბოლომდე გამოქვეყნდება. რაც შეეხება, ბიოლოგიის ტესტებს, მათივე ინფორმაციით, ხვალ დღის განმავლობაში გასაჯაროვდება.
ამასთან, როგორც ცენტრში აცხადებენ, ტესტის პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ 6 საგანში გამოცდა გუშინ ჩატარდა. გამოცდა ხვალაც მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ჩატარდება შემდეგ საგნებში - ინგლისური ენა - წერითი ნაწილი; რუსული ენა - წერითი ნაწილი; გერმანული ენა - წერითი ნაწილი; ფრანგული ენა - წერითი ნაწილი; ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.