სიახლეები


„საქართველოში ბავშვის ტყვიით მოწამვლის შემთხვევები შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს“ - პედიატრი
19-07-2018
-
+


„თუ ბავშვი სწორად იკვებება და მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ნახშირწყლებით, ცილებით, მაშინ ტყვიით ინტოქსიკაცია არ მოხდება,“ - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს, რომ ბავშვს შეიძლება ტყვიით მოწამვლა განუვითარდეს:

„ზოგადად ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის საკითხი აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ტყვიით ინტოქსიკაციას ახასიათებს საშუალო სიმძიმის, მწვავე და ქრონიკული მოწამვლა. 

როგორც წესი, ბავშვებს უვითარდებათ ქრონიკულად მოწამვლით მიმდინარე კლინიკური გამოვლინებები, როგორიც არის ადვილად დაღლილობა, ნერვულ-რეფექტორული აღზნებადობა, სხვადასხვა ფსიქომოტორული განვითარების ჩამორჩენა, საგნის ათვისების უნარის დაქვეითება, მოსწრების დაბალი მაჩვენებელი სკოლებში და ა.შ. ქრონიკული მოწამვლის შემთხვევაში, თუ მან გამოიწვია უკვე ცენტრალურ-ნერვული სისტემის დაზიანება, თუ ჩალაგდა ღვიძლსა და სხვა ორგანოებში, მისი გამოძევება საკმაოდ ძნელი ხდება და დაზიანებული ორგანოების აღდგენა ვეღარ მოხდება. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტყვიის მაღალი ან დაბალი შემცველობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა. თუ ბავშვი სწორად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია რკინით, კალციუმით, ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალებით, ასეთ შემთხვევაში ტყვიით მოწამვლა პრაქტიკულად არ ვითარდება. იმისათვის, რომ მოხდეს ინტოქსიკაცია, ტყვია უნდა დაუკავშირდეს ჰემოგლობინს, რკინის ნაცვლად უნდა ჩაჯდეს მასში და ამან უნდა გამოიწვიოს მოწამვლა. თუ რკინით არის გაჯერებული ჰემოგლობინი, მაშინ ტყვია იქ ვერ ჩაჯდება,"- განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრის განმარტებით, ტყვიით ინტოქსიკაცია ყველაფრიდან შეიძლება მოხდეს, თუმცა ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის და საქართველოში ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითზე ჩამოსათვლელი შეიძლება იყოს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება