სიახლეები


მშობლების რა შეცდომები იწვევს ბავშვის მეტყველების დარღვევებს
21-07-2018
-
+


ლოგოპედი თამარ ლუხუმაიძე ამბობს, რომ მეტყველების დარღვევების შემთხვევებმა საგანგაშოდ იმატა. გარდა იმისა, რომ ამ პათოლოგიების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული გარემოა, არანაკლებად სცოდავენ მშობლები, რომლებიც ბავშვებს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან და 5 წლამდე რამდენიმე ენაზე ამეტყველებას აიძულებენ.

მშობლების რა შეცდომები იწვევს ბავშვის მეტყველების დარღვევებს, როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს - ამ და სხვა კითხვებით Etaloni.ge- მ თამარ ლუხუმაიძეს მიმართა. 

როგორც ლოგოპედი აღნიშნავს, თავის ტვინში არსებობს ზონა, რომელიც მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ეს ზონა შეიძლება დაზიანდეს ორსულობის პერიოდში, რთული მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგაც.

- ორსულობის დროს რამ შეიძლება ეს ზონა დააზიანოს?

- მწვავე ვირუსულმა ინფექციებმა, ტოქსიკოზმა, რთულად მიმდინარე ორსულობებმა, ინტოქსიკაციამ... მწვავე ინფექცია და ინტოქსიკაცია შეიძლება ამ მხრივ მიზეზი გახდეს უკვე დაბადებული ბავშვისთვის.

გარდა ამისა, მეტყველების დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს პირის ღრუს ანატომიური დეფექტით. არსებობს ფსიქოგენური დარღვევებიც. მაგალითად, აუტიზმის შემთხვევაში, ეს სულ სხვა ფაქტორებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების შემთხვევაში, სხვადასხვა დარღვევა გვხვდება. ფსიქოლოგიურმა ტრამვამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევა. ბავშვმა შეიძლება სტრესის, შიშის ფონზე მეტყველების უნარი დაკარგოს. ნიკო ლომოურის „ქაჯანაშიც“ არის ასეთი ამბავი აღწერილი.

- როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს?

- დაკვირვებული მშობელი შეამჩნევს. აღუს რომ იტყვის ბავშვი, ერთი-ორი თვის ასაკში, ეს უკვე მეტყველებაა. 4 თვიდან ტიტინი უნდა დაიწყოს - „გა-გა“, „ბა-ბა“ და მსგავსი ბგერები უნდა წარმოსთქვას. ერთი წლის ასაკში ბგერების გარკვეულ რაოდენობას უნდა ფლობდეს, რაღაც სიტყვებს ამბობდეს. 2 წლის ასაკში მინიმუმ ორ სიტყვიან წინადადებებს უნდა აწყობდეს. ზოგი ცოტა გვიან იწყებს და პრობლემა არაა, მაგრამ ასეთი დეფექტი, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას აღმოჩენილი.  

პირველ რიგში, ექიმმა, მეტყველების თერაპევტმა, უნდა მოახდინოს დიფერენცირება, თუ რა სახის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. როცა ამა თუ იმ სახის მეტყველების პრობლემაა, თითქმის ყოველთვის ერთვის თან ანატომიური დეფექტიც. ენა არის მოუქნელი, რბილი და აუცილებლად სჭირდება ლოგოპედიური მასაჟი. მასაჟი კეთდება პირის ღრუზე, ენაზე, ლოყებზე... თუ ცერებრალურ დამბლასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოდუნებულია სამეტყველო აპარატი, მასტიმულირებელი მასაჟი კეთდება სპეციალური აპარატით.

კარგია ასევე ფიზიოპროცედურები, წერტილოვანი მასაჟი, რომ სამეტყველო ზონის სტიმულაცია მოხდეს. ბავშვმა პარალელურ რეჟიმში უნდა იმეცადინოს ბგერებზე. ეს ბგერები მერე მარცვალში ავტომატიზირდება, მარცვლები - სიტყვებში და ასე, ეტაპობრივად. მეტყველება ერთ და ორ თვეში სრულყოფილი ვერ გახდება. ამისათვის ზოგ ბავშვს რამდენიმე წელიც კი სჭირდება, ზოგი ერთ წელიწადში ახერხებს მიზნის მიღწევას. გააჩნია პათოლოგიას და იმასაც, მშობელი რა დონეზე მოგყვება. აუცილებელია მშობლის ჩართულობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, სახლში როგორ ივარჯიშებს ბავშვი.

- სტატისტიკურად როგორაა, იმატა მეტყველების დეფექტებმა?

- ბოლო დროს ძალიან არის გავრცელებული მეტყველების დეფექტები და ყველაზე მეტად აუტიზმით გამოწვეული. ამაზე, სავარაუდოდ, ეკოლოგიური ფაქტორი, დაბინძურებული გარემო  მოქმედებს.

არსებობს ასევე რინოვალია - მგლის ხახას რომ ეძახიან. ამ შემთხვევაში, სანამ ლოგოპედი დაიწყებს ჩარევას, ჯერ ქირურგიულად, ოპერაციით უნდა გასწორდეს. ამ დროს სასა ღიაა - ცხვირ-ხახა და პირის ღრუ გამოყოფილი არ არის ერთმანეთისგან. მთლიანი სივრცეა და ვერც ერთ ბგერას ვერ წარმოსთქვამს ბავშვი. როგორც კი იბადება ბავშვი, მალევე უკეთებენ ხოლმე ამ ოპერაციას, რადგან პათოლოგია ადვილი შესამჩნევია -  ხშირად კომბინაციაშია ხოლმე კურდღლის ტუჩთან, რომელიც გარედანაც ჩანს.

როდესაც დახურული რინოვალიაა, ვითარდება  ადენოიდები. ასეთი ბავშვები ცხვირისმიერ ბგერებს გამოსცემენ და დუდღუნებენ. ასეთ დროს ჩაკეტილია ცხვირის ღრუ და ჰაერი ვერ მოძრაობს შესაბამისად. ამ შემთვევაშიც, ჯერ ოპერაცია უნდა გაკეთდეს და მერე უნდა დაიწყოს ლოგოპედიური მუშაობა, მანამდე აზრი არ აქვს. ადენოიდები ბავშვს სუნთქვასაც უშლის და მეტყველებაზეც მოქმედებს.

- ხშირად, როცა ბავშვი დროულად ვერ ამეტყველდება, ენის ლაგამის ჩაჭრის ოპერაციას უკეთებენ.

- ასეთ დროს, ენა ლაგამითაა ხოლმე დაბმული, მაგრამ ყოველთვის არ ხდება ჩაჭრა. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ არის ენის ლაგამი, მაგრამ მეტყველებას ეს ხელს არ უშლის. ხან კი, ისედაც შეიძლება მასაჟით გასწორდეს, ანუ ლაგამის დაგრძელება მოხდეს. თუ ლაგამი არსებობს, ოპერაციის გაკეთების მერეც კი  სჭირდება ვარჯიში და ლოგოპედის მუშაობა, რომ ბგერები გასწორდეს. ვარჯიშზეა დამოკიდებული, რომ ბავშვმა თავად გაასწოროს ენა. ეს ოპერაცია საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება და ზოგი ქირურგი, მაშინვე უკეთებს. მქონდა შემთხვევა, როცა ლაგამი არსებობდა და ვფიქრობდი, რომ უნდა ჩაგვეჭრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვს უფრო მეტად ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა და ვარჯიშით და მასაჟით მოვახერხეთ, რომ ენას სწორად ემოძრავა.

- აუტისტური სპექტის აშლილობის მქონე ბავშვების ამეტყველება რთულია?

- მთავარია, კომუნიკაციაში შეხვიდე მათთან. ძალიან მგრძნობიარეები არიან და საოცრად დადებითი ენერგია მოდის მათგან, თუ მიგიღო და გაიხსნა. ყოფილა შემთხვევა, მშობელს ბგერების დარღვევაზე ჰქონია ეჭვი და ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა აღმოჩენია.

- რა სტრესი შეიძლება გადაიტანოს ბავშვმა, რომ მეტყველების უნარი დაკარგოს?

- როგორც წესი, მშობლები საგულდაგულოდ მალავენ ხოლმე, თუ რა სტრესის გადატანა მოუხდა ბავშვს. სამწუხაროდ, არ ესმით, რომ ექიმთან არ უნდა დამალონ  დეტალები, არადა, ეს პრობლემის მიგნებაში გვეხმარება. თუ ჩაუღრმავდები, მიაგნებ, მაგრამ ასეთი მშობლები პრობლემის გამოსწორებას მაინცდამაინც არ უდგებიან საგულდაგულოდ. საბედნიეროდ, არიან მშობლები, რომლებიც ყველა დეტალს ითვალისწინებენ.

ბავშვებს ძალიან ფაქიზი ფსიქიკა აქვთ და მათთვის ყევლა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ ბავშვს 3 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. ახლა 6 წლის არის და დღემდე სტრესშია. ამის შედეგად მეტყველება აქვს დარღვეული.

- როცა ადამიანი რბილი „ლ“-ს ამბობს და სხვა ბგერებსაც ნორმალურად ვერ გამოსთქვამს, ესეც მეტყველების დარღვევაა?

- რბილი „ლ“ მოსმენილით დაჭერილია, მიმბაძველობაა და სხვა არაფერი. ეს მშობლების შეცდომაა. მოსწონთ, ბავშვთან ენის მოჩლექით ლაპარაკი, რაც არაფრით შეიძლება. ბავშვს აბსოლუტურად გამართულად უნდა ესმოდეს თითოეული ბგერა. რაც ესმის, იმას იმეორებს. როცა უჩლიქავენ ენას და ბავშის დამახინჯებული ლაპარაკი მოსწონთ... კი, საყვარელია, მაგრამ მერე ეჩვევა ამას და დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ გასწორდეს, რადგან ენას ამ დროს არასწორი პოზიცია აქვს.

- კიდევ რა შეცდომას უშვებენ ამ მხრივ მშობლები?

- მოსწონთ, რომ ბავშვს რამდენიმე ენა ესმის, რუსი ძიძა ჰყავთ და ა. შ. 5 წლამდე ბავშვს აუცილებლად ერთი ენა უნდა ესმოდეს, რომ ის ჯანსაღად ამეტყველდეს. როდესაც რამდენიმე ენა ესმის, ბავშვი იბნევა და ვეღარ იგებს. ამ დროსაც ხშირად ხდება მეტყველების დარღვევა, ბგერები ერთმანეთში ერევათ, ზოგი კი საერთოდ ჩუმდება და მერე დახმარება სჭირდება. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისები, რომელთა მეტყველებაზეც ასეთი გარემო არ მოქმედებს, მაგრამ როგორც წესი, არასასურველია. კომპიუტერზე რომ არიან მიჯაჭვულები და სხვადასხვა ენებზე უყურებენ რაღაცებს, მათაც უჭირთ მშობლიურ ენაზე ნორმალურად ამეტყველება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მოსწავლეები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ
საინტერესო აქტივობებს ორგანიზება გაუწიეს მე და საზოგადოებისა და ხელოვნების ბილინგვური სწავლების სპეციალისტებმა  - ასია ანტონიანმა და დალი ყავრელიშვილმა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება