სიახლეები


„სპეცმასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ახალი გზა იქნება, შესაბამისად, ისინი ორ სქემაში ვერ იქნებიან“ - ეკა დგებუაძე
20-07-2018
-
+


სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე კვირაა, რაც მიენიჭათ. თუმცა ამ ეტაპზე არც მათი სახელფასო დაფინანსების წესი და არც სპეცმასწავლებლის განვითარების სტანდარტი არაა დამტკიცებული. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციამ და ახალი მინისტრის არჩევამ ეს პროცესი შეაჩერა.

„კურატორი და მოადგილეც შეგვეცვალა და რაღაც პერიოდი ეს საკითხი შეჩერდა. შესათანხმებელია ის მოდელი, რომელიც შევიმუშავეთ. სპეცმასწავლებელთა ახალი სტანდარტის გადამუშავება მიმდინარეობს და სექტემბრისთვის ახალი სტანდარტიც უნდა გვქონდეს. უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მინისტრს ჩვენ მიერ შემუშავებულ მოდელს, ჯერ საქმის კურსში არაა. პრეზენაციაზე განვიხილავთ, რა თქმა უნდა, სპეცმასწავლებლების დაფინანსების საკითხს და შემდეგ ამას გავასაჯაროებთ, “ - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, მინისტრთან პრეზენტაციაზე შესაძლოა, შემუშავებულ მოდელში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. 

„შეიძლება მინისტრს, კურატორს, მოადგილეს უკეთესი შემოთავაზება ჰქონდეთ და პრეზენტაციის საფუძველზე რაღაც ცვლილებები შევიდეს ამ მოდელში. გავითვალისწინებთ მათ წინადადებებს,“ - აღნიშნა ეკა დგებუაძემ.

თუმცა მანამ, სანამ ახალ მინისტრს სპეცმასწავლებლეთა მოდელი წარედგინება და შესაძლოა, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, სპეცმასწავლებლებს ექნებათ დამრიგებლობის უფლება.

„ეს საკითხი განიხილება და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, რომ სპეცმასწავლებლებს დამრიგებლობის უფლება ჰქონდეთ,“ - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მაგრამ საგულისხმოა ერთი დეტალი - სპეცმასწავლებლებს სხვა საგნის სწავლების უფლება აღარ ექნებათ. მათი დიდი ნაწილი კი სკოლაში სხვა საგანსაც ასწავლის. 

„ჩვენი მოდელის მიხედვით იქნება პროფესიული განვითარების ახალი გზა სპეცმასწავლებლებისთვის, შესაბამისად, სპეცმასწავლებლები ორ სქემაში ვერ იქნებიან. ამიტომ არჩევანი უნდა გააკეთონ, თავიანთ პროფესიულ განვითარებას რა გზით წაიყვანენ - სპეციალური მასწავლებლის თუ საგნის მასწავლებლის. თუ სპეცმასწავლებელი იქნება, მაშინ სხვა საგანს ვერ ასწავლიან,“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა.

რაც შეეხება საათობრივ ბადეს, ეკა დგებუაძის თქმით, იგი სხვა მასწავლებლების მსგავსად, დაფინანსებაზე იქნება მიბმული:

„საათობრივი ბადე დაფინანსებაზეა მიბმული, რადგან სპეცმასწავლებლები გახდნენ მასწავლებლები შესაბამისად დაფინანასების მოდელიც უნდა მოერგოს იმ მოდელს, რომელიც არსებობს მასწავლებებისთვის,“ - განაცხადა ეკა დგებუძემ Etaloni.ge-სთან.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება