სიახლეები


„ტესტი საშუალოზე დაბალი სირთულისაა“ - მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საგნის გამოცდას აფასებენ
18-07-2018
-
+


დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები სხვადასხვა საგანში (მათემატიკა VII-XII; ისტორია; გეოგრაფია, ბიოლოგია; სამოქალაქო განათლება; ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII) აბარებენ გამოცდას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა გამოცდებზე ჯამში 20950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი - მასწავლებლობის მსურველი. 

გამოცდა 09:00-ზე დაიწყო და 14:00-ზე დასრულდება. გამოცდიდან აპლიკანტთა ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას საგამოცდო გარემოსა და გამოცდის სირთულეს აფასებენ:

„ნორმალური ტესტები იყო, მეგონა, საქართველოს გეოგრაფიიდან მეტი კითხვა იქნებოდა, მაგრამ საკითხების უმრავლესობა მსოფლიოდან იყო. სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჯერ არ მქონია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ გამოცდა შედეგიანად ჩაივლის. გარემოს პოზიტიურად შევაფასებდი,“- ამბობს აპლიკანტი ლალი ბუსხრიკიძე.

„მე ისტორიის გამოცდას ვაბარებ. რთული არ იყო. ბოლოდ დავალება, ვფიქრობ, ცოტა უცნაური იყო, სადისკუსიო და საგაკვეთილო თემის განსაზღვრას ითხოვდნენ. მარტივი კითხვები იყო, ერთადერთი გამიჭირდა დავალება, სადაც ბარაკონი, ეკორთა და ახალი შუამთა აგების წლების მიხედვით უნდა დაგველაგებინა, ზუსტად არ მახსოვდა. ჯერ პრაქტიკოსი მასწავლებელი არ ვარ,“ - აღნიშნავს აპლიკანტი გვანცა ევალისელი.

„კვალიფიციური მასწავლებლისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან მე ჯერ დამწყები ვარ და მარტივად დავწერე. ტესტის ძირითადი ნაწილი მასწავლებლების უნარებზეა გათვლილი, როგორ უნდა შეუსწორო მოსწავლეს დავალება. ტექსტი მოცემული იყო აღა-მაჰმად-ხანის მეორე ლაშქრობიდან, ყარაბაღში შესვლა და მისი სიკვდილი. ამ წყაროდან იყო დასმული რამდენიმე კითხვა. სულ 60 საკითხი იყო, ღია და დახურული კითხვები. საშუალოზე დაბალი სირთულისაა ტესტი,“- აღნიშნავს აპლიკანტი ბექა კვაჭაძე.

„მე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩავაბარე, საშუალო სირთულის იყო. წაკითხულის გააზრებაში რევაზ ინანიშვილის მოთხრობა მოვიდა, ესე იყო დავით კაკაბაძის პუბლიცისტური წერილიდან,“ - აღნიშნავს აპლიკანტი თამარ ფიცხელაური.

„საშუალო სირთულის გამოცდა იყო. ტესტი მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი მუშაობიდანაც შეიცავს კითხვებს. მაგალითად, როგორ უნდა შეამოწმო პედაგოგმა დავალება და აუხსნა მოსწავლეს ესა თუ ის შეცდომა და ასწავლო გასწორების გზები, რაც შეეხება გარემო, კარგი სიტუაცია იყო საგამოცდო ცენტრში,“ - აღნიშნავს აპლიკანტი.

„გეოგრაფიის გამოცდა მარტივი იყო. მაგალითად, მსგავსი კითხვები მოდიოდა - ტბა იყო მოცემული და გეოგრაფიის რომელი სფერო სწავლობსო, კიდევ იყო კითხვა, ოკეანური ქერქი რამდენი კილომეტრისგან შედგებაო,“ - აღნიშნავს აპლიკანტი თამთა თაბაგარი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება