სიახლეები


„მთავარია, სკოლა და თავისი საქმე უყვარდეს“ - რას ურჩევენ სკოლების გამოცდილი დირექტორები დამწყებ დირექტორებს
19-07-2018
-
+


მაშინ როცა ქვეყანაში საგამოცდო მღელვარება ისევ გრძელდება და აბიტურიენტები თავიანთ პირველ ნაბიჯებს ითვლიან უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, საჯარო სკოლის დირექტორები დამწყებ დირექტორებს ან დირექტორობის მსურველებს რჩევებსა და გამოცდილებას უზიარებენ. 

სუფსის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე სტურუა: 

„დამწყებმა დირექტორებმა პირველ დღეს აუცილებლად უნდა დაამყარონ ურთიერთობა ჯერ მასწავლებლებთან და მერე მოსწავლეებთან. დირექტორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს ზოგადი განათლების მიზნები, სწავლების თეორიები და ეროვნული სასწავლო გეგმა“. 

ძეგვის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნავდარაშვილი:

„პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ ყველა დამწყებ დირექტორს. მან უნდა იცოდეს და გაიაზროს, რომ თანამედროვე სკოლა ციფრულ ტექნოლოგიებზეა დამყარებული და ეს პრაქტიკა აუცილებლად დანერგოს სკოლაში“. 

სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ქვიშაშვილი:


„დირექტორმა პირველ რიგში უნდა დაამყაროს ურთიერთობა კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა, სკოლაში იაროს კლასიკურად ჩაცმულმა“. 

ქვემო ბოდბის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ოზბეთელაშვილი:

„დამწყებ დირექტორებს ვუსურვებ სიახლეებისთვის მზაობას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, მასწავლებლებისთვის პროფესიული და მოტივაციის ამამაღლებელი გარემოს შექმნას“. 

ვაზიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ დათუაშვილი:

„დიდი ყურადღება მიაქციონ სკოლაში ბულინგის თემას, წაიკითხონ ბევრი თემატური ლიტერატურა და ა.შ“. 

ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გელაშვილი:

„ჩემი აზრით, დირექტორი უფრო ლიბერალური უნდა იყოს და გაიზიაროს სხვების აზრი, განსაკუთრებით მშობლებისა და მოსწავლეების აზრი. მე 6 წელია რაც დირექტორი ვარ და ჩემი გამოცდილებით ვამბობ, რომ უმთავრესია მშობლებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ასევე, უნდა იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებაზე და მერე მათ განათლებაზე“. 

ერისიმედის საჯარო სკოლის დირექტორი დავით თავართქილაძე:

„დამწყებ დირექტორებს ვუსურვებ პირველ რიგში, ადამიანურობას და პროფესიონალიზმს. აუცილებელია, გვერდით ჰყავდეს სანდო ადამიანები და ჰქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის უნარი“. 

ერედის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ზოლოშვილი:


„მან უნდა შექმნას გარემო, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. იზრუნოს პედაგოგთა განვითარებაზე, იყოს ობიექტური და დიდი ყურადღება მიაქციოს დისციპლინას“. 

ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:


„პირველ რიგში, ზედმიწევნით უნდა იცოდეს საკანონმდებლო ბაზა, გაიზიაროს სხვების გამოცდილება, გაეცნოს სიახლეებს და არ ჩამორჩეს დროს. მე 36 წელია, რაც სკოლის დირექტორი ვარ და სულ ვცდილობ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს ფეხი ავუწყო. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“. 

შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხომერიკი:

„მაქსიმალურად ეცადოს, რომ თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში. კომუნიკაცია დაამყაროს ბევრ ადამიანთან და იმოქმედოს კანონის ფარგლებში“. 

წიფნარის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა ცინცაძე:

„ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ დამწყებმა დირექტორებმა მთავარია იცოდნენ რა ევალებათ და შექმნან ძლიერი გუნდი“. 

ყანდაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია სამებელაშვილი-ჯავახიშვილი:


„მოთმინება და წინდახედულობა გამოიჩინოს, ვუსურვებ მუდმივ მზადყოფნას გამოწვევებისთვის და სიახლეების ძიებას“. 

ნიჩბისის საჯარო სკოლის დირექტორი გივი ასლამაზაშვილი:


„დირექტორს უნდა უყვარდეს სკოლა, რადგან სკოლის ცხოვრებით მოუწევს ცხოვრება. შეიძლება შრომა არ დაგიფასდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, შენი საქმის ერთგული და პატრიოტი უნდა იყო.“

მისაქციელის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ხუროშვილი: 

„მთავარია გუნდური მუშაობის სპეციფიკა იცოდეს, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა აუცილებლად უნდა გაზარდოს. იყოს სამართლიანი, კომუნიკაბელური, პროფესიოანალი და შრომისმოყვარე.“

წილკნის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ტაველური:

„უნდა უყვარდეს აუცილებლად სკოლა და ბავშვები. სასურველია, პროფესიით იყოს მასწავლებელი და ადგილზე შექმნას გუნდი, რომელიც მას დაეხმარება. ზედმიწევნით იცოდეს სკოლის სტრუქტურისა და რგოლის არსი. იყოს ლიდერი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთპიროვნული, მოიპოვოს ნდობა და ამ ყველაფერის მერე წარმატებას აუცილებლად მიაღწევს“. 

ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი:

„პირველ რიგში, სამართლიანი, პრინციპული და კოლეგიალური იყოს. შემდეგ კი, ინიციატორი და ყველა სიახლის სწრაფად და ხარისხიანად დამნერგავი სკოლაში“. 

ჩხაკოურის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრა მარი:


„დამწყებ დირექტორებს ვურჩევ მეტი ყურადღება მიაქციონ მოსწავლეების განვითარებას და მისცენ მათ სრულყოფილი ცოდნა“. 

კომენტარები


სკოლები
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა 
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება
სიახლეები
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში
საინტერესო
საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ ფერად და ლაღ გარემოში თქვენი შვილების მრავალმხრივ 
საბავშვო ბაღ ანბანელას „ერუდიტებში“ თქვენი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით 
ამერიკელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, სემ ტარასმა The History Channel-სთვის ფოტოების კოლექცია შექმნა 
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
ეტალონი

2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყვარლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
საზოგადოება