როდის გამოქვეყნდება გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები
16-07-2018
დაკოპირებულია
-
+
გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ხვალ, 12 საათის შემდეგ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ტესტის პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გასაჯაროვდება.
გეოგრაფიის გამოცდას აბიტურიენტები დღეს აბარებენ. პირველი სესია 09:00-ზე დაიწყო და 11:40-ზე დასრულდა, მეორე სესია კი 15:00-ზე დაიწყო და 17:40-ზე დასრულდება.