სიახლეები
საინტერესო

რას ისურვებდნენ დირექტორები თავიანთი სკოლებისთვის
16-07-2018
-
+


ერთხმად ვთანხმდებით, რომ სასკოლო ცხოვრება მოზარდის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და პედაგოგებიცა და დირექტორებიც ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად.

Etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და სასკოლო ცხოვრების წინსვლასთან დაკავშირებით, მათ სურვილებს მოუყარა თავი: 


სკურას საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ძიძიგური:

„ბევრი წარმატება მინდა ჩვენი სკოლისთვის, უფრო მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი და გრანტიანი კურსდამთავრებული. ინფრასტრუქტურის მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გაგვიმართლა და სულ მალე ახaლი სკოლის მშენებლობა იგეგმება.“

ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური:

„ვისურვებდი, სოფელს საკუთარი შვილები დაბრუნებოდეს და სკოლების დახურვის საჭიროება აღარ არსებობდეს. ბევრი წარმატება და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა მინდა ჩემი სკოლისთვის.“

აჭის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან კაკალაძე:

„სკოლის 120 წლის იუბილე გადავიხადეთ, ეს თარიღი, ვფიქრობ, უკვე მეტყველებს სკოლის ეფექტურ მუშაობასა და საჭიროებაზე. ინფრასტრუქტურულად ყველაფერი წესრიგშია, ვისურვებდი მეტ სერთიფიცირებულ მასწავლებელს და წარმატებულ მოსწავლეს. ჩვენი სკოლა ქობულეთიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული, მაგრამ მაღალმთიან რეგიონში განთავსებული სკოლების კატეგორიას არ მივეკუთვნებით, სამწუხაროდ. ვისურბებდი უფრო მარალ ხელფასს პედაგოგებისთვის და საშემოსავლოს ნაკლებ გადასახადს, რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ 30 მოსწავლე გვყავს.“ 

წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე:


„ასე თუ ის ყველაფერი წესრიგშია ჩვენს სკოლაში. კარგი იქნებოდა, გარე სტადიონი ჰქონოდათ მოსწავლეებს.“

აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ნაგერვაძე:

„სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ჩვენთან. ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაიჭრება ამ გზით. ყველაფერი კარგი მინდა ჩვენი სკოლისთვის.“

არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი:

„ძალიან ძლიერი და წარმატებული პედაგოგები და მოსწავლეები მყავს სკოლაში. ძირითადი პრობლემა ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობაა, სკოლა 1924 წლის შემდეგ არ განახლებულა.“

სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი: 

„სკოლას მოსწავლეები სულ უფრო და უფრო აკლდება, ბავშვები სოფლებიდან მიჰყავთ. გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები. 200 ბავშვზე სულ 4 კომპიუტერია სკოლაში, გამოცდების დროს საკუთარ კომპიუტერს ვხსნი და საგამოცდო ოთახში შემაქვს. ვისურვებდი ამ პრობლემების მოგვარებას, ასევე ტრენინგებს პედაგოგებისთვის და ხელფასების მომატებას.“

ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა თურმანიძე:

„ვისურვებდი მეტ სერთიფიცირებულ პედაგოგსა და წარმატებულ მოსწავლეს ჩვენს სკოლაში.“

ალამბრის საჯარო სკოლის დირექტორი დალი ნიჟარაძე:

„მეტ ოქროსმედალოსან მოსწავლესა და სერთიფიცირებულ პედაგოგს ვისურვებდი სკოლაში. გული მწყდება, რომ მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს წინსვლისა და სკოლისთვის მეტი წარმატებისთვის მოტივაცია არა აქვს, მე კი მონდომებული პედაგოგების წახალისების საშუალება არ გამაჩნია. ფინანსები დიდი ტკივილია ჩვენი სკოლისთვის. ძალიან მინდა, უფასო წრეები ფუნქციონირებდეს ბავშვებისთვის და მოსწავლეებს სააქტო დარბაზი ჰქონდეთ მეტი ღონისძიების მოსაწყობად.“

მარადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე: 

„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა სააქტო დარბაზის არქონაა. მისი მოწყობაა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რათა მოსწავლეებმა მეტი ღონისძიების გამართვა შეძლონ.“

მახოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაკაშიძე:

„მივესალმედობი მეტი ტრენინგის ჩატარებას მასწავლებელთათვის, აუცილებელია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სხვა მხრივ, ძალიან მინდა, სკოლაში ლაბორატორია გვქონდეს.“

საკრაულის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გურგენიძე:

„ჩემი პრიორიტეტი მეტი გადამზადებული და პროფესიონალი პედაგოგის ყოლაა. დიდი წარმატება მინდა ჩვენი სკოლისთვის.“

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე:

„ჩვენს სკოლას ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა სჭირდება, მოსაწესრიგებელია გათბობის სისტემაც. ვისურვებდი მეტ საინტერესო სასწავლო რესურსს სკოლაში, მართალია, ლაბორატორია და კომპიუტერები გვაქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია ბავშვების თანამედროვე ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ინოვაციური სწავლების მიდგომების დასანერგად.“ 

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე:

„მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი, წარმატებული მოსწავლე და ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა. ყველაფერი კარგი მინდა ჩვენი სკოლისთვის.“

ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სიჭინავა:

„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ მეტი უფროსი მასწავლებელი მეყოლება, წელს ჩემს 6 პედაგოგს  აქვს ამის შანსი. მედალოსნობის კადიდატებიც გვყავს და მომავალში მეტ წარმატებულ მოსწავლეს ველი. ინფრასტრუქტურის მხრივ სკოლა მოსაწესრიგებელია. ადგილობრივ თვითმართველობას გადაეცა ეს ფუნქცია და მეტი რეაგირების იმედი მაქვს.“


კომენტარები


სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს
სკოლები
ღონისძიებას პედაგოგი მარინა ტაბიძე ხელმძღვანელობდა
საინტერესო
მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო 
შვანდტების ოჯახი მიჩიგანიდან ყოველწლიურად შვილების მატებითა
ძაღლი რიგანი და პატარა ოქროსთმიანი ბიჭი განუყრელი მეგობრები არიან
დილით რაც გსურთ, ყავის არომატული გემოს შეგრძნებაა
მშობლებს ყოველივე საუკეთესო სურთ საკუთარი პატარასთვის
ეტალონი
სიახლეები