სიახლეები
საინტერესო

როგორი იყო ივანე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამა საშუალო სკოლებისთვის
16-07-2018
-
+


საქართველოს ეროვნული არქივი საქართველოს ისტორიის პროგრამას ასაჯაროებს, რომლითაც 1919-1920 წლებში საშუალო სკოლის მოსწავლეებს ასწავლიდნენ. 

„პროგრამა, რომლითაც საშუალო სკოლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საქართველოს ისტორია ისწავლებოდა [1919-1920]“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც თან ისტორიული დოკუმენტი ერთვის. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლის, ირაკლი ირემაძის თქმით, პროგრამა საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის მიერ არის შედგენილი. 

სოციალური ქსელის მომხმარებლები სასწავლო პროგრამას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შესასწავლ საკითხებში აშკარად გამოკვეთილია პატრიოტული მოტივი. 

დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი 1876 წლის 11(23) აპრილს ქ. თბილისში, პედაგოგ ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში დაიბადა.

მეცნიერის  მოღვაწეობამ და ბრძოლამ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროები მნიშვნელოვნად ააღორძინა. 

ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს ლექციის კითხვის დროს გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს თსუ-ის ეზოში პირველი რექტორის -პ.მელიქიშვილის გვერდით. 1953 წელს მის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება. 1975 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან გაიხსნა ი. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიის სასწავლო-მემორიალური კაბინეტი, სადაც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მემორიალი მასალები და სამეცნიერო ლიტერატურა (1998 წელს, თსუ-ის დაარსებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით, კაბინეტი საფუძვლიანად გაფართოვდა და ახალი ექპონატებით შეივსო).

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება