სიახლეები


რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს გეოგრაფიის გამოცდის პირველ სესიაზე
16-07-2018
-
+


ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში გეოგრაფიის გამოცდა მიმდინარეობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი სესიისათვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა საგამოცდო ცენტრში. გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო და 11:40 საათზე დასრულდება. აბიტურიენტთა ნაწილი უკვე გამოვიდა საგამოცდო ცენტრებიდან. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას გეოგრაფიის საკითხებს იხსენებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ გარემოზე ამახვილებენ ყურადღებას.

„საგამოცდო გარემო კარგი იყო, გრილოდა და დამკვირვებლებიც კარგად გვექცეოდნენ. საკითხები არ იყო მარტივი, ტესტები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ანალიზი მოვიდა სამცხე-ჯავახეთის შესახებ, გვეკითხებოდნენ მოსახლეობის სიმჭიდროვეს და მსგავს თემებს, საკმაოდ რთული დასაწერი იყო,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი დოდო ელიაშვილი.

„გარემო კარგი იყო, არაფერს შეუშლია წერაში ხელი, ტესტიც არ მერთულა. სამცხე-ჯავახეთზე ანალიზი კარგად დავწერე, ასევე იყო კითხვები მოგზაურებზე, საკითხები ძირითადად საქართველოს გეოგრაფიიდან იყო,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი ლუკა ადეიშვილი.

„საკითხები არ იყო რთული, საქართველოდანაც მოდიოდა კითხვები და მსოფლიოდანაც. ორი ტექსტი იყო მოცემული, ა და ბ და საარჩევნო თემატიკა იყო გამხილული, უნდა მიმხვდარიყავი, რომელ ქვეყანაში ჩატარდებოდა ეს არჩევნები. მე დიდი ბრიტანეთი და რუსეთი შემოვხაზე. ასევე იყო ნახატები, რომელზეც გვეკითხებოდნენ, რომელი რელიგიის წარმომადგენელი იყო გამოსახული. საქართველოდან საბადოებზეც მოვიდა კითხვები,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი მარიამ ენუქიძე.

„კითხვები მოვიდა მოსახლეობის სიმჭიდროვეზე, გრძედისა და განედის გრადუსულ ზომებზე, ანალიზი სამცხე- ჯავახეთს ეხებოდა, ასევე იყო საკითხები მოგზაურებზე. გარემო გრილი იყო, ეს იმიტომ, რომ გარეთ არ ცხელა, თორემ წინა გამოცდებზე ჩავიხუთე. ახლა ჰქონდათ კონდენციონერი დამონტაჟებული, მაგრამ არ დაგვჭირვებია,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი ვახტანგ ზივზივაძე.

„თავიდან 33 კითხვა ზოგადი გეოგრაფიიდან იყო, მასშტაბებზე, 3 კითხვა შემხვდა მოგზაურებზე, ფოტოზე მათი გავლილი მარშრუტი იყო მოცემული და უნდა მიმხვდარიყავი, რომელმა მოგზაურმა გაიარა ეს გზა. საქართველოდან იყო ტოპოგრაფიული რუკა, ასევე მოცემული იყო ა და ბ ქალაქი და რამდენი აზიმუტით არიან ერთმანეთს დაშორებულიო. რეფერენდუმზე იყო ორი ტექსტი და ქვეყანასთან შესაბამისობა უნდა გვეპოვნა, ანალიზი სამცხე- ჯავახეთის ირგვლივ იყო დასაწერი,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი ნინი ალიბეგაშვილი.

„გარემო ნორმალური იყო, არაფერს შეუშლია წერაში ხელი. ზოგი საკითხი მარტივი იყო, ზოგიც- რთული. ავსტრალიის რუკა იყო მოცემული და გრძედებისა და განედებისმიხედვით უნდა მიმხვდარიყავი გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობებს, ასევე, ამავე პრონციპით უნდა გეპოვნა ერთერთი კუნძულის მდებარეობა. კითხვა მოვიდა მოგზაურთა მარშრუტებიდანაც, ანალიზი სამცხე-ჯავახეთზე იყო. ადრე გამოვედი, დიდხანს ვერ ვჩერდები გამოცდებზე, თან მეყო ეს დრო,“ - აღნიშნავს აბიტურიენტი რომან ტერტეროვი.

შეგახსენებთ, რომ წელს გეოგრაფიის გამოცდაზე 13 500 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება