„საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც არ აქვს ლიცენზია, არ უნდა ფუნქციონირებდეს“ - მამუკა ბახტაძე
13-07-2018
დაკოპირებულია
-
+
„საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია, არ უნდა ფუნქციონირებდეს და სახელმწიფო ამის საშუალებას არავის უნდა აძლევდეს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატებისა და საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ შეხვედრაზე გააკეთა. „საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია, არ უნდა ფუნქციონირებდეს და სახელმწიფო ამის საშუალებას არავის უნდა აძლევდეს. მე ძალიან პირდაპირი პასუხი მაქვს ამ საკითხზე და, რა თქმა უნდა, შესაბამისი მიდგომითაც ვიმოქმედებთ. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ეკონომიკური ცენტრი ვიყოთ რეგიონისთვის, არამედ საგანმანათლებლო ცენტრიც. ეს არის ჩვენი ისტორიული მისია. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგრამ ნებისმიერი სასწავლებელი, რომელიც საქართველოში გაიხსნება, უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობის და რეგულაციის ქვეშ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა