სიახლეები
სამასწავლებლო

„საკითხები ბარათიდან მოდიოდა, თუ ბილეთს შეცვლიდი 1 ქულა გაკლდებოდა“ - სკოლის დირექტორები საკუთარ მისაღებ გამოცდებს იხსენებენ
16-07-2018
-
+


ქვყანაში საგამოცდო მღელვარება კვლავაც გრძელდება და ვინ იცის, აბიტურიენტები, რომლებიც წელს უმაღლესში აბარებენ, მომავალში რა პოზიციებზე მოგვევლინებიან. 

ადრე მათაც არ იცოდნენ, რომ გავიდოდა წლები და სკოლის დირექტორის ამპლუას მოირგებდნენ. Etaloni.ge-ს თხოვნით საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები მისაღები გამოცდების შორეულ წლებს იხსენებენ.

ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე შარაშიძე:


„ჩემს დროს, 70-იან წლებში გამოცდები ძირითადად ნაცნობობითა და ფულით ბარდებოდა. ამიტომ დიდი შრომა და ღელვა გვიწევდა კომისიის წევრების წინაშე წარდგენამდე. საგამოცდო საკითხები ბარათიდან მოდიოდა, თუ ბილეთს შეცვლიდი 1 ქულა გაკლდებოდა. კომისიის 3-4 წევრი მიღებულ ქულას ინდივიდუალურად და შემდეგ შეჯამებით აცხადებდა, ჩარიცხვასთან დაკავშირებით კი სიები რამდენიმე დღეში ქვეყნდებოდა“.

გეგუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მამისეიშვილი:


„ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაბარებდი. 2 გამოცდა ჩავაბარე: ქართული ენა და ლიტერატურა. ერთი ზეპირი იყო, მეორე წერითი. რამდენიმე დღეში უნივერსიტეტის კედელზე ჩარიცხულთა სია იკვრებოდა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს თან ახლდა ღელვა, მაგრამ მაღალი იყო მოტივაცია უმაღლესში ჩაბარებისა.“

ტაბახმელის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა კახაძე:

„ჩემს დროს არსებული საგამოცდო გარემო დღევანდელისგან ძლიერ განსხვავდება. მაშინ ზეპირ და წერილობით გამოცდებს ვაბარებდით, ბილეთების მიხედვით. ოთხივე გამოცდას, რა თქმა უნდა, თან ახლდა ღელვა და ფორიაქი, მაგრამ, როდესაც საკითხი კარგად იცი, შედეგზე ყოველთვის გადიხარ. მე დღევანდელი საგამოცდო სისტემა და ტესტური ფორმატი უფრო მომწონს.“

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

„ჩემი მისაღები გამოცდების ისტორია საკმაოდ ემოციურად და მრავალფეროვნად წარიმართა. პირველ წელს ვერ ჩავაბარე, რადგან მოვიწამლე და მეორე გამოცდაზე ვეღარ გავედი. უკვე 1974 წელს პედაგოგიურზე გადავწყვიტე მოწყობა, ფიზიკის განხრით. ფიზიკის გამოცდაზე ერთი ბიჭი დახმარებას მთხოვდა, რომ ვუკარნახე დამინახეს და კინაღამ მომხსნეს გამოცდიდან, ბოლოს ცალკე აუდიტორიაში გამიყვანეს და ფიზიკა იქ ჩავაბარე. ძალიან ემოციური იყო ის დღეები ჩემთვის. 4 ურთულესი გამოცდის ჩაბარება მომიწია. სტიპენდიაც ავიღე და სტუდენტი გავხდი.“

ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა:

„ჩემს დროს არ იყო კარგი საგამოცდო გარემო. კონკურსი დიდი იყო და ობიექტურობა-ნაკლები. ყველა გამოცდას ახლავს ღელვა, მაგრამ როდესაც აუდიტორიაში შევდიოდი და წერას ვიწყებდი, ბოლომდე საკითხებზე ვიყავი კონცენტრირებული და ვმშვიდდებოდი“.

მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ხორგუანი:

„საგამოცდო გარემოც ისეთი იყო, როგორც კომუნისტურ დროს შეეფერებოდა. უშუალოდ გამოცდაზე ნაკლებად ვღელავდი, უფრო ემოციურად ჩარიცხულთა სიებში საკუთარი გვარის ამოკითხვა მახსენდება.“ 

ვანის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ტარიელაძე:

„მისაღებ გამოცდებზე რამდენჯერმე გავედი, მხოლოდ მეოთხე წელს ჩავირიცხე. მაშინ ძირითადად ქრთამით ხდებოდა ჩარიცხვა. მე მოთმინებითა და მეტი სწავლით ვცდილობდი მიზნის მიღწევას და ჩავაბარე კიდეც.“

საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშაყმაძე:

„მისაღებზე 3 გამოცდაზე გავედი ქართულის, მათემატიკისა და ფიზიკის ჩაბარება მომიწია პედაგოგიურზე მოსახვედრად. რა თქმა უნდა, ამ დღეებს მღელვარება ახლდა თან, მაგრამ ნერვიულობა სიხარულმა შეცვალა ჩარიცხვის შემდეგ.“

მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ საღარაძე:

„დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, 1971 წელს ჩავირიცხე უმაღლესში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ალბათ, ვღელავდი გამოცდის წინ. მახსოვს, ქართულის გამოცდაზე 4 მივიღე მაგრამ, როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად დასრულდა.“

ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორი კანელი კენჭაძე:

„ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ და ის დრო ძალიან კარგად მახსენდება. სიმართლე გითხრათ, 4 გამოცდა ჩავაბარე და მიუხედავად მრავალი მითქმა-მოთქმისა, ჩემ მიმართ არაობიექტურობა არ შემინიშნავს.“

ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური:


„ჩემი შვილი აბარებს ეროვნულ გამოცდებს და მასთან ერთად განმიახლდა ეს ემოცია. რთული პერიოდი გავიარე, მხოლოდ მეხუთე წელს მოვეწყვე უმაღლესში. კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ კონკურსი ძალიან დიდი იყო.“

ჟოშხის საჯარო სკოლის დირექტორი გაიოზ ჯინჭარაძე:

„5 გამოცდა ჩავაბარე, ბილეთები მოდიოდა 5 საკითხით, ისტორიის ფაკულტეტზე მინდოდა მოხვედრა. კონკურსი დიდი იყო, 1080 განაცხადიდან ხმოლოდ 18 ირიცხებოდა და მეც მათ შორის მოვხვდი. თავად არ მინახავს სიაში საკუთარი გვარი, სახლში ვიყავი მამიდამ რომ დამირეკა და სტუდენტობა მომილოცა.“

ტაბაკინის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ კელენჯერიძე:

„1976 წელს ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს, ფიზიკის ფაკულტეტზე მინდოდა მოხვედრა და ჩავირიცხე კიდეც. განსაკუთრებული ღელვა არ მახსენდება, მაგრამ ძალიან ბევრს ვშრომობდი მიზნის მისაღწევად“.

ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჯანჯღავა:

„ჩემს დროს კომისიის წინაშე უნდა გასულიყავი, აგეღო ბილეთი და მოცემული საკითხები დაგეწერა. მახსოვს 4 გამოცდა ვწერე, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი. კარგი იყო, რომ მაშინვე ვიგებდით ქულებს და რამდენიმე დღეში ჩარიცხულთა სია ქვეყნდებოდა. მახსოვს, ძალიან გახარებული ვიყავი.“

ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი:

„ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვაბარებდი. მახსოვს, დიდი კონკურსი იყო, 309 აბიტურიენტიდან მხოლოდ 19 უნდა აერჩიათ და მათ შორის მოვხვდი მეც. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადიოდა, ჩარიცხულთა სიაში საკუთარი გვარი რომ ამოვიკითხე.“

შამგონის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლეჟავა:

„სოხუმში ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს 1986 წელს. 4 გამოცდიდან ორი წერითი იყო, ორიც- ზეპირი. ბოლო გამოცდაზე მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩემი ძმა გარდაიცვალა, ძალიან მძიმედ მახსოვს ეს დღეც და სტუდენტობაც. სტრესული და რთული იყო მაშინ უმაღლესში მოხვედრა.“

მუჟავას თემის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ხასაია:

„ჩვენს დროს უფრო სტრესული გარემო იყო, პირდაპირი ურთიერთობა გვქონდა გამომცდელებთან, რომლებიც ხშირად პროვოკაციულ შეკითხვებს სვამდნენ და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავი. რთული გზა გამოვიარე.“

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
აქტივობებში ისინი დიდი მონდომები, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება