სიახლეები


NAEC სამაგისტრო ტესტების პასუხების წინასწარ გავრცელებაზე მორიგ განმარტებას აკეთებს
13-07-2018
-
+


NAEC სამაგისტრო ტესტების პასუხების წინასწარ გავრცელებაზე მორიგ განმარტებას აკეთებს. გთავაზობთ მათ განმარტებას უცვლელად:

„მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე). ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განმარტებაში. 

გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის A ტიპის ტესტის პასუხები, სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სადაც ჩანდა საიტზე გამოქვეყნებული B და C ტიპის სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხებიც. A ტიპის ტესტი მაგისტრანტობის მსურველებმა 11-12 ივლისს დაწერეს. ხოლო B და C ტიპის ტესტები 18, 19, 24 და 25 ივლისს უნდა დაწერონ. შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაცია ტესტების პასუხების წინასწარ გასაჯაროვებაზე გუშინვე უარო. ცენტრის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნული იყო, რომ  ვებგვერდის www.naec.gov.ge მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება