სიახლეები


„მე ჩავაბარე და ჩაიბარებენ თუ არა, არ ვიცი“ - მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის პირველი დღე
12-07-2018
-
+


დღეს პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის პირველ დღეს დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა 65%-ზე მეტი გამოცხადდა.

გამოცდიდან გამოსული პედაგოგები Etaloni.ge-სთან საუბრისას საგამოცდო საკითხებს იხსენებენ და გამოცდის სირთულეს აფასებენ: 

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო. მე ჩავაბარე და ჩაიბარებენ თუ არა, არ ვიცი,“ - აღნიშნავს ბიოლოგიის მასწავლებელი მარინა კენკებაშვილი.

„რამდენიმე წლის წინაც ვაბარებდი და მაშინ საოცრად რთული იყო. ახლა რაც ვწერეთ, რთულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, მაგრამ მარტივიც არ იყო. ისეთი საკითხები შემოიტანეს, რომლებიც ჩვენთვის ახლოს არის, საგნის გამოცდაზეც თუ ანალოგიურად გააკეთებენ, კარგი იქნება. რაც შეეხება გამოცდის პროცესს, მშვენიერი სიტუაცია იყო, გრილოდა და ყველანაირი ხელშეწყობა გქონდა,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი აპლიკანტი.

„ძირითადად ყურადღება გამახვილებული იყო ბულინგის თემატიკაზე. რა უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა, როგორი გარემო უნდა შექმნას სკოლამ, რომ ბულინგი არ იყოს. ასევე სოციალურ საკითხებზე იყო ყურადღება გამახვილებული. გასაანალიზებლად ძირითადად  პერკინსის თეორიები იყო მოცემული,“ - აღნიშნავს ბიოლოგიის პედაგოგი ეკატერინე ალანია-ტუღუში.

„2 საათ-ნახევარში გამოვედი გამოცდიდან. ზოგადად, გამოცდაზე დიდხანს ვერ ვჩერდები. შარშან 45 წუთში გამოვედი. რაც შეეხება გამოცდის სირთულეს, საშუალო სირთულის იყო. მასწავლებლის ყოველდღიურობიდან იყო საკითხები. ის იყო, რასაც პედაგოგი გაკვეთილზე მუდმივად აკეთებს,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი აპლიკანტი.

„რთული გამოცდა არ იყო. თუ მუშაობ და ნამეცადინები ხარ, არ გაგიჭირდებოდა. ტესტები მოსწავლეთა აზროვნებასა და დამოუკიდებელ მუშაობაზე იყო. რა მეთოდებსა და სტრატეგიებს გამოიყებენს მასწავლებელი გაკვეთილზე, რომ მოსწავლეებს აზროვნება განუვითაროს,“ - აღნიშნავს დაწყებითი კლასების პედაგოგი მაყვალა ჩეჩელაშვილი. 

მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდები ხვალაც პროფესიულ უნარებში ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიული უნარების გამოცდისთვის 10 028 მოქმედი მასწავლებელია რეგისტრირებული.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა ჰამო საჰიანის ბიოგრაფიას გააცნეს, მისი ლექსები და ნაწარმოებები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება