სიახლეები


„ბაბუაჩემი იყო პედაგოგი და ალბათ, გენებში მაქვს,“ - ახალგაზრდა მამაკაცი მასწავლებლები გამოცდებიდან
11-07-2018
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდები დაიწყო. გამოცდებზე 20950 დარეგისტირებული აპლიკანტიდან ნაწილი მოქმედი მასწავლებელი, ნაწილი კი პედაგოგობის მსურველია.

გამოცდაზე გამსვლელთა უმრავლესობა ქალბატონია, თუმცა Etaloni.ge-ს ობიექტივში ამჯერად ახალგაზრდა მამაკაცი პედაგოგები მოხვდნენ.

როგორ აფასებენ გამოცდას მამაკაცი აპლიკანტები:

„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა მინდა. ბაბუაჩემი იყო პედაგოგი და ალბათ, გენებში მაქვს, თან ბავშვებთან ურთიერთობა მიყვარს. უნივერსიტეტშიც ერთი ბიჭი ვიყავი ფილოლოგიის ფაკულტეტზე, გამოცდაზეც უმცირესობაში ვარ. პირველი-მეექსვე კლასების ქართულის გამოცდა ვწერე, თემა მარკ ჯონსის ნახატების ანალიზი შემხვდა, უნდა დაგვეწერა რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში თამაშსს. ნახევარი მასალა ლიტერატულიდან იყო, ნახევარი-გრამატიკიდან. ერთერთ საკითხად გურამ რჩეულიშვილის „მუსტანგები" შემხვდა, ნაწყვეტი იყო მინიატურიდან. ტექსტის ანალიზი უნდა დაგვეწერა, ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულება, მარტო ჟინის მოსაკლავად რომ ვართ ადამიანები ბუნებასთან ურთერთობაში და არ ვუვლით, ხშირად, ყველაზე მთავარი რომ გვავიწყდება და მეორეხარისხოვან საკითხებს ვანიჭებთ მნიშვნელობას", - მიხეილ ქოპილაშვილი.

„5 წელია, მასწავლებელი ვარ. დაწყებითი მათემატიკის ტესტები ვწერე, არ იყო რთული. გარემოც კარგი იყო, სიმშვიდე, სიგრილე. გამოცდის წარმატებით ჩაბარება კარიერულ წინსვლაში შემიწყობს ხელს, მაგრამ უფრო საკუთარი თავის გამოსაცდელად და გამოცდილების შესაძენად მოვედი", -  გიორგი ჯულაყიძე. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება