სიახლეები
ეტალონი

„პროექტმა ეფექტური გადაწყვეტილებების მოკლე დროში მიღება მასწავლა“ - „ეტალონის“ საზეიმო ფინალში მე-4 ადგილზე გასული მოსწავლე ოზურგეთიდან
11-07-2018
-
+


„ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე აკაკი ზღულაძე საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. მას და მე-3 ადგილზე გასულ მოსწავლეს ქულათა თანაბარი რაოდენობა (67 ქულა) ჰქონდა. ყველაფერი რამდენიმე წამმა გადაწყვიტა.

78 მოსწავლეს შორის მე-4 ადგილზე გასული აკაკი ზღულაძე Etaloni.ge-ს ფინალური შოუ-კონკურსის ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე ესაუბრა:

„ეტალონი“ ძალიან კარგია პროექტია. ოთხეულში გასვლას ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძალიან რთულია, ამდენ მონაწილეს შორის საპრიზო ადგილზე გახვიდე. ყველას ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას. ამ პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, სითამამე შემმატა, მასწავლა ეფექტური გადაწყვეტილებების მოკლე დროში მიღება,“ - აღნიშნა აკაკი ზღულაძემ.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია თავართქილაძემ აკაკი ზღულაძე უნიჭიერეს და მოტივირებულ მოსწავლედ დაახასიათა:

„აკაკი საუკეთესო მოსწავლეა. საბუნებისმეტყველო, ტექნიკური თუ ჰუმანიტარული საგნების მიმართ თანაბარი ინტერესი აქვს. უნიჭიერესი ბიჭია, ძალიან განათლებულია და ყველა საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. აქტიურად მონაწილეობს ოლიმპიადებში, კონფერენციებში, კონკურსებში. ყველაფერში წარმატებას აღწევს. აკაკისა და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს თანაბარი ქულები ჰქონდათ, მხოლოდ დროში იყო სხვაობა. „ეტალონში“ ძალიან კარგად წარმოჩინდა აკაკი. პროექტმა იგი უფრო მეტად მოტივირებული გახადა. ფინალზეც მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ძალიან მაღალი დონის ღონისძიება იყო, საოცრად ლამაზი და ემოციებით დატვირთული. ძალიან კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ვესწრებოდი. წარმატებებს ვუსურებ „ეტალონს“, ვულოცავ აკაკის და მიზნებისა და სურვილების ასრულებას ვუსურვებ,“ - განაცხადა მაია თავართქილაძემ.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა მანანა გობრონიძემ აღნიშნა, რომ აკაკი ნამდვილად იმსახურებდა ამ დიდ წარმატებას:

„აკაკი ნამდვილად „ეტალონი მოსწავლეა“ - უნიჭიერესია, ძალიან განათლებულია, უყვარს სკოლა, პატრიოტია, 24 საათის განმავლობაში სიახლის ძიებაშია. იგი იმსახურებდა ამ დიდ წარმატებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აკაკი არამხოლოდ საკუთარ თავსა და წარმატებაზე ფიქრობს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლე უნდა, რომ წარმატებული იყოს. მას გუნდურობის საოცარი შეგრძნება აქვს. რაც შეეხება „ეტალონს“, „უდიდესი საგანმანათლებლო მნიშვნელობის პროექტია. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას, თითოეული მონაწილისთვის სტიმულის მომცემია. პროექტში ჩართული მოსწავლეები ელოდებიან მომავლ წელს, რომ გაიუმჯობესონ შედეგი, არ კმაყოფილდებიან მიღწეულით, რაც ძალიან სასიხარულოა,“ - აღნიშნა მანანა გობრონიძემ.

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. ინტელექტ-ჩემპიონატის საზეიმო შოუ-კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი 78 „ეტალონი მოსწავლე“ მონაწილეობდა.  „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე დაეუფლა

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება