სიახლეები


მასწავლებელთა გამოცდის საკითხები და აპლიკანტთა შეფასებები - გამოცდები 2018
11-07-2018
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე 20950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი - მასწავლებლობის მსურველი. 

გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები Etaloni.ge -სთან საგამოცდო საკითხებს იხსენებენ და გამოცდის სირთულეს აფასებენ: 

„ჩემი აზრით, მარტივი იყო. როცა მასწავლებელი ხარ, არ უნდა გაგიჭირდეს და მოცემული საკითხები უნდა იცოდე. თემა დავწერე თანამედროვე მხატვრის ნახატის - never forget to play მიხედვით, უნდა გემსჯელა რას გადმოსცემდა ნამუშევარი. ასევე უნდა დაგვეწერა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თამაშს ბავშვისთვის“,-აღნიშნავს გამოცდიდან გამოსული ერთ-ერთი აპლიკანტი. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას მარტივს უწოდებს დაწყებითი კლასების პედაგოგი ლია კიკნაველიძე:

„გამოცდა საერთო ჯამში მარტივი იყო. უნდა გვემსჯელა გურამ რჩეულიშვილის „მუსტანგებზე“, თუ რა მხატვრული ხერხებია გამოყენებული მინიატურაში“, - აღნიშნავს ლია კიკნაველიძე.

გამოცდის საკითხების შესახებ საუბრობს გამოცდიდან გამოსული პედაგოგი ია შაღაშვილი.

„ერთერთი საკითხი მითოსს შეეხებოდა, ორი ლექსი იყო მოცემული და მსგავსება-განსხვავება უნდა გვეპოვა. ასევე მოვიდა ნახატები, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრებაში თამაშის როლზე უნდა გვემსჯელა. არ იყო რთული საკითხები. ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ, გამოცდაზე გამოსვლა კრედიტების მოპოვებისა და პროფესიული წინსვლისთვის გადავწყვიტე“ - ამბობს პედაგოგი. 

„პირველი კითხვა ბუნებისმეტყველებიდან იყო. მოცემული იყო რუკა და ნახატები და სრუტე უნდა ამოგვეცნო. თემად მოცემული იყო თანამედროვე მხატვრის ერთი და იგივე სათაურის - „არ დაგავიწყდეს თამაში“ ორი ნახატი და უნდა გვემსჯელა ნამუშევრების არსზე, უნარებიდან კი ხუთი კითხვა იყო,“- ამბობს აპლიკანტი ნათია წიკლაური.

„რაც შეეხება საკითხებს, თემად მარკ ჯონსის ნახატების ანალიზი შემხვდა. უნდა დაგვეწერა რა როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში თამაშს. ნახევარი მასალა ლიტერატულიდან იყო ნახევარი გრამატიკიდან. ერთერთ საკითხად გურამ რჩეულიშვილის „მუსტანგები“ შემხვდა, მინიატუროდან ნაწყვეტი იყო მოცემული. ტექსტის ანალიზი უნდა დაგვეწერა, ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულებაზე - ბუნებისგან სიამოვნებას რომ ვიღებთ, მაგრამ მასზე ზრუნვა გვავიწყდება,“-აღნიშნავს ერთ-ერთი აპლიკანტი. 

„დაწყებითი კლასების მასწავლებლობა მინდა, ქართული ენის, უნარების, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საკითხები ვწერე, არ იყო რთული, აუდიტორიაში გარემოც კარგი იყო, გრილოდა,“ - გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი ნანა ზვერიაშვილი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება