სიახლეები

„მარტივი იყო, მოცემული დავალებების შესრულებას 5 საათი არ სჭირდება“- მასწავლებელთა გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტი
11-07-2018
-
+

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და საგნის გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე 20950 აპლიკანტია დარეგისტრირებული. აქედან ნაწილი მოქმედი მასწავლებელია, ნაწილი კი - მასწავლებლობის მსურველი.

ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) გამოცდიდან გამოსული პირველი აპლიკანტი ნინო ტატიშვილი გამოცდას მარტივს უწოდებს: 

„ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგობა მსურს და გამოცდაზე ამიტომ გამოვედი. ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, რომ აქ ვარ, სიურპრიზს ვუმზადებ. აუდიტორიაში სიმშვიდე და სიგრილე იყო, საკითხები კი მარტივი. ცოტა რამ მაინც თუ იცი, არ გაგიჭირდება. არ ვფიქრობ, რომ მალე გამოვედი, მოცემული დავალებების შესრულებას 5 საათი არ სჭირდება, რადგან ძირითადი ნაწილი ტესტურია და წერას არ მოითხოვს. კითხვები ქართული გრამატიკიდან და ლიტერატურიდან იყო, ასევე აკდემიური უნარებიდან, I-VI კლასის ტესტი დავწერე. თემას რაც შეეხება, მოცემული იყო ორი ნახატი, რომელზეც დატანილი იყო ერთი და იგივე წარწერა, რომ ადამიანმა თამაში არასდროს უნდა შეწყვიტო, უნდა გვემსჯელა რას გადმოსცემდა ნახატი და რატომაა ადამიანის ცხოვრებაში თამაში მნიშვნელოვანი“,- აღნიშნავს გამოცდიდან გამოსული აპლიკანტი ნინო ტატიშვილი. 

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი  გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ
საინტერესო

საზოგადოება