თბილისში დაჭრილი 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილ მოზარდს ოპერაცია რეგიონულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. ზოგადი ქირურგიული დეპარტამენტის უფროსის ლექსო ლაგვილავას ინფორმაციით, 17 წლის მოზარდს კუჭი და პანკრეასი აქვს დაზიანებული:
„ამჟამად სისხლდენა შეჩერებულია. სისხლის დანაკარგი დაახლოებით 2 ლიტრამდეა. პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და ამჟამად რეანიმაციაშია გადაყვანილი,"- განაცხადა ლექსო ლაგვილავამ.
შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა. მოზარდი ავტობუსში დაჭრეს.
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა